რუსეთი  აშშ-დან ალკოჰოლისა და თამბაქოს იმპორტის აკრძალვას გეგმავს

რუსეთი აშშ-დან ალკოჰოლისა და თამბაქოს იმპორტის აკრძალვას გეგმავს

access_time2018-04-13 16:57:54

რუსეთმა აშშ-ის სანქციების საპასუხოდ შესაძლოა, მისგან ალკოჰოლური სასმლისა და თამბაქოს იმპორტი აკრძალოს. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის დუმის პირველმა ვიცე-სპიკერმა ივან მელნიკოვმა განაცხადა.

 

„კანონპროექტის მიხედვით, აიკრძალება აგროპროდუქტის, ნედლეულისა თუ სხვა პროდუქციის იმპორტი შეერთებული შტატებისა და სხვა ყველა იმ ქვეყნისგან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ სანქციებს“, - ციტირებს „ინტერფაქსი“ მელნიკოვს.


მელნიკოვის თქმით, სავარაუდოდ აიკრძალება ალკოჰოლის, თამბაქოს, წამლების იმპორტი. რუსეთმა შესაძლოა ასევე შეწყვიტოს თანამშრომლობა აშშ-თან ატომურ ინდუსტრიაში, თვითმფრინავებისა და რაკეტების წარმოებაში.

 

კანონპროექტის მიხედვით, ასევე შეიზღუდება სამუშაო ვიზები ამერიკელებისთვის, მათ შორის, უმაღლეს დონეზე.


 

დოკუმენტზე დაყრდნობით, „ინტერფაქსი“ წერს, რომ ამერიკული პროდუქციის წარმოება რუსეთს თავად, მათგან უფლების მიღების გარეშე შეეძლება. ქვეყანა თანამშრომლობას გეგმავს იმ სახელმწიფოებთანაც, რომლებმაც აშშ-ის სანქციებს მხარი არ დაუჭირეს.

 

კანონპროექტის განხილვა 16 აპრილს სახელმწიფო დუმის საგანგებო სხდომაზე იგეგმება.


წყარო : liberali.ge

 




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები