დეველოპერები თბილისის ცენტრალურ უბნებში ახალაშენებულ ბინებზე ფასის ზრდას ვარაუდობენ

დეველოპერები თბილისის ცენტრალურ უბნებში ახალაშენებულ ბინებზე ფასის ზრდას ვარაუდობენ

access_time2018-04-16 09:50:00

თბილისის ცენტრალურ უბნებში ახლადაშენებულ ბინებზე ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. ამის შესახებ „კომერსანტს“ სამშენებლო-დეველოპერული კომპანია  GDG + -ს დამფუძნებელმა   ბეჟან წაქაძემ მას შემდეგ განუცხადა, რაც  Colliers International Georgia-მ 2017 წლის უძრავი ქონების ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით,  2017 წელს ახალაშენებულ ბინებზე ფასი 7%-ით, ხოლო ძველ პროეტებში 1%-ით შემცირდა.


როგორც წაქაძე აცხადებს, დღეს ფაქტობრივად, მშენებლობამ გარეუბნებში  (გლდანი, მუხიანი და ვაზისუბანი) გადაინაცვლა.ანუ იქ, სადაც  მიწოდება  ბევრად დიდია, ვიდრე მოთხოვნა.


„დღეს მოსახლეობა საცხოვრებლად გარეუბნებს ირჩევს იმიტომ, რომ  იაფფასიანი სეგმენტია, დაბალი ფასებია. 450 -500 აშშ დოლარია 1 კვადრატული მეტრი ფართის ღირებულება. ამ ფასად იგივე საბურთალოზე ბინას ვერსად ვერ იშოვი. მშენებლობა რომ ძირითადად ქალაქის გარეუბნებში მიმდინაროებს, მეორე მიზეზია ის, რომ  თბილისის ცენტრალურ უბნებში ძალიან გართულდა პროექტების და კოეფიციენტების აღება. მთაწმინდაზე ალბათ 20 პროცენტით მაინც გაძვირდა ახალაშენებული ბინები, ახლა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ამ უბნებში მოთხოვნია დიდია, თუმცა, ასაშენებელი ფართი მცირე“-აცხადებს წაქაძე.  


მისი თქმით, დღეს პროექტის მოძიება  და მშენებლობის განხორციელება საბურთალოზეც კი გართულდა.



წაქაძის განმარტებით, უბნების მიხედვით რომ ჩატარდეს კვლევა, სრულიად სხვა შედეგი დადგება.ცენტრალურ უბნებში პირიქით გაძვირდა, ეს ეხება საბურთალოს, ვაკეს, ვარას, სოლოლაკს და ა.შ.


 „ახლა მშენებლობის პროცესები შეჩერდა,ახალი პროექტების განხორციელება  ნელი ტემპით მიდინარეობს. ეს ტენდენცია კი რამდენიმე თვეში ბაზარზე აისახება. ვვარაუდობ, რომ  ფასები პირიქით მოიმატებს. ამის მიზეზი კი  თბილისის მერიაში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციია. თბილისის არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების  სამსახურები გაიყო და ცალ-ცალკეა. ესენი სანამ დალაგდებიან  დრო უნდა. დღეს რომ პროექტი შეიტანო, მის დამტკიცებას  დაახლოებით 6-7 თვე უნდა ელოდო. რიგებია“-აცხადებს წაქაძე.

 

დეველოპერული კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური აცხადებს, რომ ზოგადად ფასებს მოთხოვნა განაპირობებს. მშენებარე ობიექტების მიმართ შესაძლებელია ნაკლები უნდობლობა იყოს, რადგან როდესაც ობიექტი დაუსრულებელია, კლიენტს იქ ფულის გადახდას ურჩევნია უკვე დასრულებულ მშენებლობებში იყიდოს ბინა.

 

„აქ მომხმარებელს აქვს თავისი რისკები და შიშები, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს შედეგი ამის საფუძველზე იყო. თუმცა,  დასაზუსტებელია, „კოლიერსმა“ კვლევაში ახალაშენებულებში დასრულებული იგულისხიმა თუ მშენებარეები“-აცხადებს კუნელაური.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები