საქართველოს მასშტაბით ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების დამატებითი ცენტრების შექმნის მიზნით წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოწვევა გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების დამატებითი ცენტრების შექმნის მიზნით წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოწვევა გამოცხადდა

access_time2018-04-13 16:11:42

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დამატებითი ცენტრების შექმნა-მოწყობისა და აკრედიტაციის მიღებით დაინტერესებული კომპანიებისთვის  ეკონომიკის სამინისტრომ წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოწვევა გამოაცხადა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანების მიხედვით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ინსპექტირების დამატებითი ცენტრების  საჭიროება და რაოდენობა გადანაწილდა სამ ლოტად, კერძოდ:


პირველ ლოტში გაერთიანდა თბილისი, ქობულეთი, ლანჩხუთი, ქარელი, საჩხერე, წალკა და აჭარა - ამ ლოტში შემავალ გეოგრაფიულ ტერიტორიებზე დამატებით   შეიქმნება მსუბუქი ავტომობილის 12,  4 უნივერსალური და 1 მოძრავი ტესტირების ხაზი.


მეორე ლოტში: თბილისი, ოზურგეთი, ხობი, ახალქალაქი, დუშეთი, ამბროლაური,სამცხე-ჯავახეთი/მცხეთა მთიანეთი - აქ დამატებით შეიქმნება მსუბუქი ავტომობილის 12, 4 უნივერსალური და 1 მოძრავი ტესტირების ხაზი.


მესამე ლოტში: თბილისი, ფოთი, სამტრედია, ბორჯომი, კასპი, დედოფლისწყარო, ყვარელი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ლეჩხუმი, გურია - აღნიშნულ ლოტში დამატებით შეიქმნება მსუბუქი ავტომობილის 11, 5 უნივერსალური და 1 მოძრავი ტესტირების ხაზი.



დაინტერესებულ პირებს განაცხადი შეუძლიათ წარმოადგინონ მხოლოდ მთლიან ლოტზე (ერთზე ან რამდენიმეზე) და არა მათში შემავალ რომელიმე ცალკეულ გეოგრაფიულ ერთეულზე. ეკონომიკის სამინისტროში განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2018 წლის 14 მაისი, 18.00 საათი.


შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წელს დაიწყო და ის რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე ინსპექტირების გადიან სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) და სამგზავრო (8 ადგილს ზემოთ) ავტომობილები, 2018 წლის 1 ივლისიდან ინსპექტირებას ასევე დაექვემდებარება იურიდიული კომპანიებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილები, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან მათ დაემატებათ ავტომობილები,  რომელთა ძრავის მუშა მოცულობა შეადგენს 3000 კუბურ სანტიმეტრს ან მეტს, ხოლო 2019 წლის იანვრიდან - მსუბუქი კატეგორიის ყველა ავტომობილი.


საქართველოში არსებული მთლიანი საავტომობილო პარკის ინსპექტირების დაწყებისათვის, აუცილებელია, ერთის მხრივ, არსებული ინსპექტირების ცენტრების მობილიზება, ხოლო მეორეს მხრივ, ხელსაყრელი პირობების შექმნა ახალი ცენტრების შექმნის/მოწყობისა და აკრედიტაციის მიღებისათვის, იმ რეგიონებში, რომლებშიც არსებობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სერვისის მიწოდების შეფერხების რისკები. სწორედ ამ მიზნით გამოცხადდა მოწვევა წინადადებათა წარმოდგენის შესახებ ინსპექტირების დამატებითი ცენტრების მშენებლობისა და ოპერირების მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით.


დეტალური ინფორმაცია გამოცხადებული ლოტების შესახებ განთავსებულია  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ვებგვერდზე www.economy.gov.ge

 

 

 

 




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები