TripAdvisor-ის მომხმარებლების შეფასებების მიხედვით, მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიების 10-ეული გამოვლინდა. TripAdvisor-ის კვლევა გასული 12 თვის განმავლობაში მიღებულ შეფასებებს ემყარებოდა.
რეიტინგში პირველი ადგილი Singapore Airlines-მა დაიკავა, ხოლო მეორე პოზიციაზე კი Air New Zealand განთავსდა. გასული წლის რეიტინგის ლიდერი, Emirates-ი წელს სიაში მესამე პოზიციაზეა.
Southwest არის ერთადერთი ამერიკული ავიაკომპანია, რომელიც რეიტინგში არის წარმოდგენილი. Southwest-ი ჩრდ. ამერიკის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიას წარმოადგენს
რეიტინგში ვერ მოხვდნენ ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორებიცაა British Airways, Virgin Atlantic და American Airlines.