9 უმდიდრესი ადამიანი უფრო მეტს ფლობს, ვიდრე დედამიწის 4 მილიარდი მოსახლე

9 უმდიდრესი ადამიანი უფრო მეტს ფლობს, ვიდრე დედამიწის 4 მილიარდი მოსახლე

access_time2018-04-15 20:00:46

Oxfam-ის უახლესი კვლევის თანახმად, მსოფლიო მოსახლების 1% იმაზე მეტ სიმდიდრეს ფლობს, ვიდრე საერთო პოპულაციის 50%. კიდევ ერთი თვალსაჩინო ფაქტი - სულ რაღაც 9 ადამიანი იმაზე მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე პლანეტის 4 მილიარდი მაცხოვრებელი. Oxfam-ის ვარაუდით, მსოფლიო პირველ ტრილიონერ ადამიანს დაახლობით 25 წელიწადში იხილავს.

 

შვეიცარული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის UBS-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში დღეს დაახლოებით 1500 მილიარდერია. მათ შორის, 560 აშშ-ის მოქალაქეა.

 

ქვემოთ მოცემულია Forbes-ის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი 9 ადამიანი.

 

9. ლარი პეიჯი — $52.2 მილიარდი

ლოურენს ედვარდ პეიჯი Google-ის დამაარსებელია. იგი ამჟამად Google-ის მფლობელ კომპანიას, Alphabet-ს ხელმძღვანელობს.

 

8. ლარი ელისონი — $60.4 მილიარდი

ლარი ელისონმა 1977 წელს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Oracle დააარსა. კომპანიის სასტარტო კაპიტალს $2000 წარმოადგენდა ($1200 თავად ელისონმა გაიღო). ელისონმა კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი 2014 წელს დატოვა, თუმცა კომპანიის მართვის საქმეებში კვლავ ჩართულია.

 

7. კარლოს სლიმი — $67.6 მილიარდი


კარლოს სლიმი ლათინური ამერიკის უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიას, América Móvil-ს ფლობს. პარალერალურად, იგი კომპანიის ხელმძღვანელიცაა. América Móvil-ის გარდა, იგი ბიზნესს უძრავი ქონებისა და საცალო გაყიდვების სექტორშიც ფლობს. იგი მექსიკის უმდიდრესი ადამიანია.

 

6. ბერნარ არნო — $68.7 მილიარდი

ბერნარ არნო კომპანია LVMH-ის გენერალური დირექტორი 1989 წლიდან იყო. LVMH ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა Louis Vuitton, Sephora, Dom Perignon და სხვები.


5. მარკ ცუკერბერგი — $72 მილიარდი

Facebook-ის ხელმძღვანელმა სოციალური ქსელი ჰარვარდში სწავლისას, საკუთარ ოთახში 13 წლის წინ შექმნა. წლების განმავლობაში, Facebook-ი განვითარდა, ხოლო ცუკერბერგი კი მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა.

 

4. ამანსიო ორტეგა — $75.8 მილიარდი

ამანსიო ორტეგა ევროპაში ყველაზე მდიდარი ადამიანია. მან კომპანია Inditex-ი 1975 წელს დააარსა - კომპანია, რომლის გაერთიანებაშიც Massimo Dutti, Pull&Bear, Bershka, Stradivarius, Oysho, Zara Home და Uterqüe შედიან.

 

3. უორენ ბაფეტი — $90.1 მილიარდი

უორენ ბაფეტი მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორია. იგი საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ის 1970 წლიდან მართავდა და მილიარდერის წოდება 32 წლის ასაკში მიიღო.

 

2.ბილ გეიტსი — $91.9 მილიარდი

ბილ გეიტსმა Microsoft-ი 1975 წელს დააარსა და კომპანიას 2000 წლამდე მართავდა. პარალეურად, იგი ფლობს კანადის რკინიგზის, AutoNation-ისა და სხვა კომპანიების აქციებს. მეუღლესთან, მელინდასთან ერთად მან “ბილ და მელინდა გეიტსების“ ფონდი დააარსა, რომელიც ჯანდაცვის, სიღარიბის აღმოფხვრისა და სხვა მიმართულებებით მუშაობს.

 

 

1. ჯეფ ბეზოსი — $108.9 მილიარდი

ბეზოსი Amazon-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ამ ეტაპზე ბეზოსი კომპანიის დაახლოებით 17%-იან წილს ფლობს. 2013 წელს მან Washington Post-ი $250 მილიონად შეიძინა. ამასთან., იგი კომპანია Blue Origin-საც ფლობს. 2017 წელს ბეზოსმა $19.3 მილიარდი გამოიმუშავა.

 




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები