ჟურნალმა Forbes-მა საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა

ჟურნალმა Forbes-მა საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა

access_time2018-04-13 15:50:33

ჟურნალმა Forbes-მა საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. forbes-ის ჟურნალისტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწვივნენ.

 


„რატომ არის საქართველო ღვინისა და კერძების საინტერესო ტურისტული მიმართულება“ - ამ სათაურით გავლენიანი ჟურნალი Forbes საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. Forbes-ის ჟურნალისტმა ადამ მორგენტერნმა საქართველოში იმოგზაურა და მკითხველს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

 


სტატიაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ქართულ ღვინოსა და მრავალფეროვან კერძებზე, ჟურნალისტი აღწერს საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ უბნებსაც.

 


„ საქართველოში მოგზაურობისთვის ორი სიტყვა ვისწავლე, ეს არის მადლობა და გაუმარჯოს. კიდევ სხვა ფრაზებიც მოვამზადე, მაგრამ გაუთავებელმა კერძებმა, ღვინომ და ნამდვილმა სტუმართმასპინძლობამ დაგეგმილი მარშრუტებიდან გადამისროლა და 3 დღეში სხვა არაფრის თქმა აღარ იყო საჭირო. ქართველი რომ არ ვიყავი მემგონი ეს ხალხმა არც იცოდა.

 


ჩემი რჩევაა თუ არ გაქვთ შერჩეული სუფრის დატოვების სტრატეგია, ისე ქართულ სუფრაზე არ დაჯდეთ. რესტორანი იქნება თუ სახლი სუფრაზე კერძები არ ილევა, როგორც სამზარეულოს თემატიკაზე მომუშავე მწერალი კარლა კაპალბო წერს ქართველებისთვის სტუმარი ღვთისაა და სუფრაზე სტუმარი პასუხისმგებლობას და სიამოვნებას ნიშნავს. საჭმლის მოყვარულები საქართველოში ნამდვილად გაიხარებენ სხვადასხვა სახის ხორცის, მათ შორის ფრინველის და თევზის კერძებით, ასევე ბოსტნეულით. სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან დააგემოვნებთ სრულიად ახალი პომიდვრის და კიტრის სალათებს, სახლში მომზადებულ ყველს და უგემრიელეს ქართულ პურს.


 


საქართველო იტალიას ჰგავს, თითოეულ რეგიონს კერძების საკუთარი ხელწერა აქვს. „-სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს ხაჭაპურს, ხინკალს და სხვა კერძებს. ჟურნალისტი ადამ მორგენტერნი მკითხველს მოუთხრობს ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორიის შესახებ. სტატიაში აღწერილია ძველი თბილისი, ნარიყალა, აბანოთუბანი და მეტეხი.

 


ჟურნალი Forbes საქართველოს შესახებ კიდევ ერთ სტატიას მოამზადებს, რომელიც ღვინის რეგიონებს, ღვინის მომზადების წესებს და ქართულ მონასტრებს მიეძღვნება.

 


ტურიზმის ეროვნულმა ადმინიტრაციამ 2017 წელს საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ქვეყნებიდან 683 ჟურნალისტი და 239 ტუროპერატორი მოიწვია, პრესტურების შედეგად მომზადდა 1000-ზე მეტი სტატია და 100-ზე მეტი სატელევიზო სიუჟეტი და გადაცემა.

 

 

 

 

 

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები