„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეკონომიკის დამფინანსებელი არის მარტო ქართული საბანკო სისტემა“

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეკონომიკის დამფინანსებელი არის მარტო ქართული საბანკო სისტემა“

access_time2018-04-13 16:30:09

საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი, საბანკო სისტემა არის საკრედიტო ინსტიტუტი და ნუ მოვთხოვთ მას ყველაფრის დაფინანსებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განუცხადა. 


ხაზარაძის განმარტებით, ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე.

„ქართული საბანკო სისტემა არის ქართული ეკონომიკის 60%-ის პროცენტის დამფინანსებელი. ქართული საბანკო სისტემა არის არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი და გამორჩეული სისტემა. ქართულმა საბანკო სისტემამ შემოიტანა ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი და მინდა გითხრათ, რომ რეგიონში ქართულ საბანკო სისტემას აქვს ყველაზე დაბალი განაკვეთი რომელსაც ჩვენ ვიძლევით კორპორაციებზე. უფრო მეტს გეტყვით, რომ ჩვენი დაფინანსებული კორპორაციები, ქართულ კორპორაციებზე და კომპანიებზე მაქვს საუბარი, ფინანსურად და პროცენტული თვალსაზრისით უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო განაკვეთები, რომლითაც ისინი საქართველოში აფინასებენ დამფინანსებელს, - განაცხადა ხაზარაძემ. 


მისივე თქმით, სამწუხაროა ის, ფაქტი რომ ეკონომიკის დამფინანსებელი არის მარტო ქართული საბანკო სისტემა“.



„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არ არსებობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმები. არ არსებობს ქვეყანაში განვითარებული კაპიტალური ბაზარი, არ არსებობს საფონდო ბირჟა, არ არსებობს ფონდები, ვენჩურ კაპიტალი, რომელიც იმედია შეიქმნება იმ რეფორმების შესაბამისად, რომელიც მიმდინარეობს. მაგრამ ვიმეორებ, მთელი სიმძიმე ეკონომიკის განვითარების გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე. მე დაგისახელეთ ციფრი, მარტო „თიბისი ბანკის“ მონაცემებით სამ მილიარდ ნახევარი გვაქვს ჩვენ ინვესტირებული მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებში ქართულ კომპანიებში. ამას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ხაზარაძემ. 


ამასთან, მისი განმარტებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაკეთა გუშინ მსგავსი განცხადება. 




„მე ვერ გეტყვით, რატომ ვიღებთ ასეთ განცხადებას. მე ერთი რამ ვიცი, რომ საბანკო სისტემა არის სენსიტიური თემა. თუ ჩვენ ვართ საბაზრო ეკონომიკაში, საბაზრო ეკონომიკა ნიშნავს თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოს, საბანკო სისტემა არის ძალიან კონკურენტუნარიანი. წარმოდგენილი არის ოცზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკი. როგორც მოგახსენეთ, ორ ბანკს მსოფლიოს ხუთი კონტინეტიდან ჰყავს მოზიდული მაღალი კლასის ინვესტორები. თქვენ ეს სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ და მოგაწვდით უახლოეს მომავალში, თუ რამდენი ასეული მილიონი დოლარი შემოგვაქვს ქვეყანაში ეკონომიკის დასაფინანსებლად. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, ქვეყანაში უნდა განვითარდეს ის ადგილები, სადაც ალტერნატიული დაფინანსებები შეიქმნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი. საბანკო სისტემა არის საკრედიტო ინსტიტუტი და ნუ მოვთხოვთ, მას ყველაფრის დაფინანსებას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 



საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას იწყებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას. მისივე შეფასებით, მაკროეკონიმიკური პერსპექტივის გადასახედიდან, ახალგაზრდა მეწარმეები და სტარტაპერები ნებისმიერი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა არიან. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების. 



მისივე განცხადებით, საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.


წყარო : bpn.ge




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები