მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური ქალაქები

მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური ქალაქები

access_time2018-04-14 12:00:08

 რეიტინგი  Crime Index, რომელიც აფასებს კრიმინოგენულ მდგომარეობას მსოფლიოში, მოიცავს 327 ქალაქს.

 

საგულისხმოა, რომ ლიდერები ძირითადად წარმოადგენენ ლათინური ამერიკის ქვეყნებს, რეიტინგის ბოლო ადგილებზეა ევროპის ქალაქები, სადაც დანაშაული საკმაოდ დაბალია.

 

ლათინურ ამერიკაში კრიმინალის აღზევებას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები როგორიცაა ნარკობიზნესი და მოსახლეობის დიდი ნაწილის სიღარიბე.

 

წარმოგიდგენთ 15 ქალაქს, სადაც კრიმინალური მდგომარეობა ყველაზე მძიმეა მსოფლიოში.

 

15. სან-პაულუ, ბრაზილია


კრიმინოგენული მდგომარეობა ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით ქალაქის გარეუბნებში და მეზობელ მუნიციპალიტეტებში,  რომლებიც შედიან ერთიან აგლომერაციაში.

 

სან-პაულუ არის ბრაზილიის ფინანსური და სამრეწველო ცენტრი და ამავე დროს კონტრაბანდის და ფალსიფიცირებული პროდუქციით ვაჭრობის ერთ-ერთი ძირითადი წერტილი. ასეთი საქონელი იყიდება ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე და მეტროს სადგურებთან.

 

14. პორტ-ელიზებეტი, სამხრეთ აფრიკა


სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი უმსხვილესი პორტი და სამრეწველო ცენტრი. მოსახლეობა შეადგენს 1,1 მლნ. ადამიანს.

 

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქალაქი, სადაც ბატონობენ კრიმინალური დაჯგუფებები, რომელთა შორის მუდმივად მიმდინარეობს სასტიკი ომი გავლენის სფეროებისთვის.

 

13. სან-სალვადორი, სალვადორი


ქვეყნის ადმინისტრაციული, კულტურული და ამავე დროს ბანდიტური დედაქალაქი.

 

ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქალაქი მსოფლიოში, გამოირჩევა ასევე მკვლელობების დიდი რაოდენობით - იქ წელიწადში  ხდება 500-ზე მეტი მკვლელობა,  რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ქალაქისთვის, რომლის მოსახლეობაც ოდნავ აღემატემა 500 000-ს.

 

12. რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია



რიო - კონტრასტების ქალაქია, გარეუბნებში განლაგებულია ბარაკების რაიონები, ე.წ. ფაველები. ქალაქშია რამდენიმე ათასი ფაველა, ფაქტიურად მინი-სახელმწიფოები, რომელთა ცხოვრებაში ხელისუფლება თითქმის არ ერევა. იქ ძალიან დაბალია ცხოვრების დონე, არ არის ელემენტარული პირობები - სკოლები, საავადმყოფოები და ა.შ, ამიტომაც ფაველებშია ძალიან მძიმე კრიმინიგენული მდგომარეობა და საშინელი ანტისანიტარია. რიო ცნობილია დამნაშავეობის ძალზე მაღალი დონით- პორველ რიგში ნარკობიზნესით, რომელიც ძირითადად თავმოყრილია ფაველებში, სადაც ფაქტიურად მთელი ძალაუფლება ნარკოკარტელების ხელშია.


11. პორტუ-ალეგრი, ბრაზილია


სამხრეთ ბრაზილიის უმნიშვნელოვანესი ქალაქი, რეგიონის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი,  საკმაოდ მაღალი ცხოვრების დონით. ამის მიუხედავად, იქ ასევე ძალიან მაღალია კრიმინალის დონეც.


10. რესიფი, ბრაზილია


რესიფიში ძალიან მძიმე კრიმინიგენული ვითარებაა, რაც დამახასიათებელია ბრაზილიის დიდი ქალაქებისთვის. თუმცა, ის არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. მკვლელობების რაოდენობა იქ შეადგებს  48-ს 100 000 ადამიანეზე.

 

9. პორტ-ოფ-სპეინ, ტრინიდადი და ტობაგო


ქვეყნის დედაქალაქი, პოლიტოკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ბოლო წლებში პორტ-ოფ-სპეინში წარმატებით ხორციელდება ქალაქის  ფინანსურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა, შენდება ახალი საწარმოები და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. მიუხედავად ამისა, ქალაქში კვლავ ძალიან ძლიერია ორგანიზებული დამნაშავეობის გავლენა.

 

8. პრეტორია, სამხრეთ აფრიკა


სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცემტრი. პრეტორია ძალიან თანამედროვე ქალაქი, თუმცა ის გარშემორტყმულია ბარაკების რაიონებით. შავკანიანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდის მიუხედავად, პრეტორიის მოსახლეობის უმრავლესობას დღესაც წარმოადგენენ თეთრები. შავკანიანი მოსახლეობა ძირითადად ცხოვრობს გარეუნბენში და ბარაკებში.

 

7. სალვადორი, ბრაზილია


ბრაზილიის კულტურული ცენტრი - მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ  და კულტურების შერწყმამ აქცია ის ბრაზილიური ერის უნიკალურობის და თავისებურობის სიმბოლოდ. კრიმინოგენული მდგომარეობის მიხედვით სალვადორი სტრაბილურად შედის ბრაზილიის ქალაქების სამეულში.


6. იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა


სამხრეთ აფრიკის უმსხვილესი ეკონომიკური და ფინანსური ცენტრი, მასზე მოდის ქვეყნის მშპ-ს 16%. ქალაქის ცენტრი სავსეა ცათაბჯენებით, სადაც განლაგებულია ბანკების, სამრწველო კომპანიების და ტრანსნაციონალური კორპორაციებს ოფისები, იქვეა  საფონდოი ბირჟა, სასტუმროები და ა.შ. თუმცა ამავე დროს ქალაქში მოქმედებენ ბანდები, რომელთა თარეშის გამო, თეთრკანიანი უმცირესობა ცხოვბრობს ძირითადად იზოლირებულ და დაცულ ანკლავებში.

 

5. დურბანი, სამხრეთ აფრიკა


მოსახლეობის რაოდენობით სამხრეთ აფრიკის მესამე ქალაქი იოჰანესბურგის და კეიპტაუნის შენდეგ. რეგიონის უმსხვილესი პორტი. სერიოზულ პრობლემად რჩენა შიდსით დაავდების მაღალი დონე, რომელიც აღწევს შავკანიანის მოსახლეობის 25%-ს. კრიმინოგენული მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე სამხრეთ აფრიკული საზომებითაც კი, იმის მიუხედავად, რომ ქალაქის ხელისუფლებამ და პოლიციამ ბოლო წლებში მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს ამ მიმართულებით. ოფიციალური მონაცემენით, დურბანში წლიურად ხდება 34 მკვლელობა 100 000 ადამიანზე.

 

4. ფორტაზელა, ბრაზილია


ერთ-ერთი შტატის დედაქალაქი, სიდიდით მე-5 ქალაქი ბრაზილიაში. ოფიციალური მონაცემებით, ფორტალეზაში ხდება წლიურად 45 მკვლელობა 100 000 ადამიანზე.

 

3. პორტ მორსბი, პაპუა-ახალი გვინეა 


ქალაქი ფაქტიურად იმყოფება ბანდიტური დაჯგუფებების ხელში. ეს ადგილი განსაკუთრებით საშიშია თეთრკანიანებისთვის, რომლებიც ხშირად ხდებიან თავდასხმის ობიექტები.

 

2. კარაკასი, ვენესუელა


ვენესუელას დედალაქი, ქვეყნის მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი. დიდი ხნის მანძილზე არ არსებობდა ზუსტი მონაცემები ქალაქში ძალადობრივი დანაშაულის დონის შესახებ, თუმცა 2016 წელს მთავრობამ გამოაქვეყნა საგანგაშო სტატისტიკა.

 

აღმოჩნდა, რომ კარაკასში წლიურად ხდება 130 მკვლელობა 100 000 ადანიანზე, შესაბამისად, კარაკასმა დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიოს ყველაზე სასტიკი ქალაქების რეიტნგში.

 

1. სან-პედრო სულა, ჰონდურასი


ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქალაქი მსოფლიოში, სადაც წელიწადში კლავენ 112 ადამიანს 100 000 მოსახლეზე.

 

Crime Index




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები