კახა კალაძე თელ-ავივის მერს შეხვდა

კახა კალაძე თელ-ავივის მერს შეხვდა

access_time2018-04-12 18:39:09

თბილისის მერი კახა კალაძე, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, თელ-ავივის მერს, რონ ჰულდაის შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თბილისსა და თელ-ავივს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ხაზი გაესვა, თელ-ავივის, როგორც მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარების მხრივ, ინოვაციური ქალაქის როლს.

 

თბილისის მერმა რონ ჰულდაის თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. თელ-ავივის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნული კუთხით არსებული გამოცდილება თბილისის მუნიციპალიტეტს გაუზიაროს. შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და საინვესტიციო მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

 

„თელ-ავივის მერთან ძალიან საინტერესო, მეგობრული შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია, მუნიციპალიტეტის დონეზე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება შევძლოთ. თელ-ავივი ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, მათი გამოცდილების გაზიარების დახმარებას დაგვპირდნენ. მომდევნო თვეების განმავლობაში კი, სპეციალური ჯგუფების შეხვედრა შედგება და ამ ტექნოლოგიებს დედაქალაქის მართვაში აუცილებლად გამოვიყენებთ. პირადად ჩემთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის მართვასა და განვითარებაში, დედაქალაქის მოსახლეობა მაქსიმალურად ჩავრთოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 


ქალაქ თელ-ავივის მერიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, პაატა კალანდაძე დაესწრო. შეხვედრის დაწყებამდე, კახა კალაძემ ისრაელის პოლიტიკური მოღვაწის, იცხაკ რაბინის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

 

 

 

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები