გიორგი ცუცქირიძე - „ბანკებში საპროცენტო განაკვეთი მაღალია და ამისათვის გარკვეული ობიექტური ფაქტორები არსებობს“

გიორგი ცუცქირიძე - „ბანკებში საპროცენტო განაკვეთი მაღალია და ამისათვის გარკვეული ობიექტური ფაქტორები არსებობს“

access_time2018-04-12 18:00:09

„ფინანსთა მინისტრის განცხადების კონტექსტი არის ის, რომ ბანკებში საპროცენტო განაკვეთი მაღალია, რაც ბიზნესის დაკრედიტების ზრდას ხელს უშლის“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „საბანკო ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტმა, გიორგი ცუცქირიძემ განუცხადა.

 

როგორც გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, მინისტრის განცხადებას რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილში ეთანხმება და ამას ლოგიკური ანალიზით ხსნის.  

 

„ბახტაძის განცხადებას სულისკვეთების ნაწილში ვეთანხმები, რომ საბანკო სექტორი ბიზნესს მარტივად უნდა აკრედიტერბდეს. ამ ეტაპზე ფინანსთა მინისტრს დეტალური ანალიზი არ გაუკეთებია.

 

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის განხადებას, რა თქმა უნდა, სურვილი იმისა, რომ ბანკებმა უფრო მარტივად დაიწყონ ბიზნესის დაკრედიტება ეს ძალიან კარგია, თუმცა როდესაც საბანკო სექტორის მიერ  ბიზნესის დაკრედიტება ხდება არსებობს ფაქტორები, რომელიც ამას ხელს უშლის“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

 

„საბანკო ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტი მთავრობის ახალ ინიციატივას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ბანკებში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთის არსებობას ობიექტური მიზეზები აქვს.

 

„რეფორმა, რომელსაც მთავრობა იწყებს და რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად საგადასახადო რეჟიმის შემდგომ ლიბერალიზაციასთანაა დაკავშირებული ძალიან კარგია.

 

რაც შეეხება იმას, რომ ბანკებში საპროცენო განაკვეთი მაღალია ამისათვის გარკვეული ობიექტური ფაქტორები არსებობს.


 

2013 წელთან შედარებით დღეს ბიზნეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 5%-ითაა შემცირებული. საგარეო შოკების ზეგავლენა, რომელიც 2015-2016 წლებში ჩვენ ეკონომიკაზე იყო ბუნებრივია საპროცენტო განაკვეთების ზრდაზეც აისახა,“ - განაცხადა ცუცქირიძემ.


ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ახალ ინიციატივას აანონსებს და ბიზნესს ძვირადღირებული საბანკო პროდუქტის ალტერნატივას სთავაზობს.

 

ახალ ინიციატივაზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქარველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა საქართველოში სხვა რეალობაა.

 

“საქარველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას.

 

შესაბამისად საჭიროდ ჩავთვალეთ, ალტერნატიული წყაროს შექმნის ინიციატივა, რომელსაც ვუწოდეთ სასტარტო კაპიტალის შექმნის რეფორმა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ბახტაძემ აღნიშნა, რომ სასტარტო კაპიტალზე წვდომის იდეა მდგომარეობს, იმაში რომ სწორედ ახალგაზრდა მეწარმეებისთვის, იაფი, ფაქტობრივად ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის მქონე ფულადი რესურსის მიწოდება იყოს ხელმისაწვდომი.

 

“ეს იქნება ალტერნატივა, მაღალპროცენტიანი საბანკო პროდუქტისა.

 

ჩვენი ეკონომიკის ზრდა გახდება ინკლუზიური, მოსახლეობაზე ორიენტირებული და თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებზე აგებული. მცირე მეწარმეებისათვის არსებულ 1%-იან გადასახადებს დღგ-ს დაბრუნების ავტომატიზებულ სისტემასა და კაპიტალზე წვდომის რეფორმების ერთობლიობით სამეწარმეო აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ეს კი ნიშნავს, რომ მშპ-ს ზრდაში  მცირე და საშუალო ბიზნესს   და ახალ მეწარმეებს ექნებათ მინიმუმ 60%-იანი წილი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები