ბაზარზე კიდევ ერთი აზიური სწრაფი კვების ობიექტი იხსნება

ბაზარზე კიდევ ერთი აზიური სწრაფი კვების ობიექტი იხსნება

access_time2018-04-14 10:00:13

დღეს ბაზარზე კიდევ ერთი აზიური სწრაფი კვების ობიექტი გამოჩნდება. ვაკეში, ჭავჭავაძის #37-ში 62 კვადრატულ მეტრზე „რამეკაი“ გაიხსნება, რომელშიც 110 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

 

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ხვისტანი აცხადებს, „რამეკაი“ ორიენტირებული ძირითადად მიტანის სერვისზე იქნება.

 

„ბრენდი 2017 წელს დაფუძნდა და მას შემდგომ გახსნისთვის ვემზადებით. ამ ეტაპზე დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს და სივრცის გახსნისთვის სრული მზადყოფნაა. „რამეკაის“ პირველ ფილიალში სულ 13 ადამიანი დაეტევა, თუმცა ჩვენი ძირითადი კონცეფცია მიტანის სერვისზეა აგებული“, - განაცხადა  ხვისტანმა.

 

დამფუძნებლის თქმით, თუ მსგავსი სახის ბიზნესი ქვეყანაში უკვე არსებობს აუცილებელია რაღაც შეცვალო რათა სხვას არ მიემსგავსო. სწორედ ამიტომ, მიტანის სერვისზე ორიენტირებული აზიური სამზარეულოს შექმნა არჩია.


 

მიტანის სერვისი საწყის ეტაპზე მხოლოდ ცენტრალურ უბნებს მოემსახურება. როგორიცაა ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა და სოლოლაკი. საკვების ადგილზე მიტანა სამი ლარი ეღირება. კომპანიას ამ ეტაპზე სამი სკუტერი ემსახურება. რაც შეეხება დასაქმებულების ოდენობას, ამჟამად სულ 15 ადამიანია დასაქმებული.  

 

როგორც გიორგი ხვისტანი აცხადებს, სახელწოდება „რამეკაი“ მარტივად ორი ადამიანის დიალოგის დროს წარმოსათქმელი სიტყვაა, სწორედ აქედან გამომდინარე გაგვიჩნდა მისი კომპანიაზე დარქმევის იდეაც. ამასთან, „რამეკაი“ იაპონურად ნათელს ნიშნავს.

 

კომპანიის დამფუძნებელი ბანკებში არსებულ საპროცენტო განაკვეთზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში საბანკო სისტემა იხვეწება და სექტორი ხვდება, რომ ანგარიში მოსახლეობას აუცილებლად უნდა გაუწიოს, მეტიც ასე უფრო მარტივად გაუწევენ სხვებს კონკურენციას. დღეს ბანკებში პროცენტი მაღალია და მისი დარეგულირება შესაძლებელია.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები