ივლისიდან ბათუმში აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს ბათუმის მერია განახორციელებს

ივლისიდან ბათუმში აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს ბათუმის მერია განახორციელებს

access_time2018-04-12 15:50:48

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ბათუმში, აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს ბათუმის მერია განახორციელებს. საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა დღეს ბათუმის მერმა გამართა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ მიმდინარე წლის აპრილის თვეში კანონში შესული ცვლილებები ქალაქში მოქმედი კაფე-რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯერებს გააცნო. შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, გარემოს დაცვის ინსპექციისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ხმაურის მონიტორინგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე განხორციელდება, რის მიხედვითაც თვითმმართველობის ორგანოებს ენიჭებათ ულებამოსილება, ადგილზე შეადგინონ საჯარიმო ქვითარი შემდეგი დარღვევების შემთხვევაში:

 

• დღის, ან ღამის საათებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება

• ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება

 


შესაბამისად, პირველი ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებულ ბაზებსა და აღჭურვილობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს გადასცემს. დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან.

 

,,დღევანდელი შეხვედრის მიზანს, მხარეებთან ერთად, შუალედური გამოსავლის პოვნა წარმოადგენდა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან მომენტებს გაესვა ხაზი. განსაკუთრებით კი, იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ნებისმიერი ტურისტული ობიექტი ატარებს ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების წინაშე. მუნიციპალიტეტი მზად არის 1-ელი ივლისიდან შეუდგეს აღნიშნული ფუნქციების შესრულებას. 1-ელი მაისიდან მუშაობას დაიწყებს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტო, სადაც სპეციალური ჯგუფი განახორციელებს მონიტორინგს ხმაურსა და მსგავსი ტიპის ადმინისტრაციულ დარღვევებზე. მუნიციპალიტეტი პროცესებს მომზადებული შეხვდება, როგორც ტექნიკით ასევე ადამიანური რესურსით. მაქსიმუმს გავაკეთებთ, დავიცვათ დადგენილი ნორმები იმისათვის, რომ დისკომფორტი არ შეექმნას მოსახლეობას. ამავე დროს, ვითანამშრომლებთ ტურისტულ ობიექტებთან, რათა სწორად ავუხსნათ, თუ რა არის კანონით დასაშვები - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

 

შეხვედრის ბოლოს მერმა დამსწრე საზოგადოების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ლაშა კომახიძემ, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ ერთი შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები