8 წლის ასაკში გაკეთებული ქვევრი და შენარჩუნებული ტრადიცია - ქვევრის თანამედროვე ოსტატები

8 წლის ასაკში გაკეთებული ქვევრი და შენარჩუნებული ტრადიცია - ქვევრის თანამედროვე ოსტატები

access_time2018-04-14 13:48:30

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მამა-შვილი, ზაზა და რემი კბილაშვილები მეთუნეობით, ანუ თიხის დამუშავების, წინაპრებისგან მიღებული ცოდნითა და გამოყენებით არიან ცნობილები. კბილაშვილების მიერ გაკეთებულ ქვევრებს დღეს ბევრ დიდ თუ მცირე მარანში შეხვდებით. სწორედ ამ ადამიანების სახელს უკავშირდება კახეთში მექვევრეობის უძველესი ტრადიციების შენარჩუნება, დაცვა და გაგრძელება.

https://allwine.ge/media/uploads/2018/04/12/13220969_1768661626701689_7171687425414132965_n.jpg

მექვევრე ზაზა კბილაშვილი ALLWINE.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მექვევრეობა ურთულესი საქმეა და ამ ხელობას ადამიანი მარტივად ვერ ისწავლის. მისი აზრით, ღვინის ხარისხი ქვევრსა და ყურნის ხარისხის ერთობლიობაზეა დამოკიდებული.


https://allwine.ge/media/uploads/2018/04/12/14947681_1367746249902602_7331598271606334620_n.jpg

ზაზა კბილაშვილი, მეთუნე: ჩვენ ეს ხელობა თაობიდან-თაობაზე გადმოგვეცემა. მე უკვე მეოთხე თაობა ვარ, ვინც ამ ტრადიციებს ვატარებ. 8 წლის ვიყავი პირველად პატარა ქვევრი რომ გავაკეთე. ასაკის მატებასთან ერთად, მით უფრო ვზრდიდი ქვევრებს. მყავს ორი ბიჭია და უკვე იციან ეს ხელობა.

https://allwine.ge/media/uploads/2018/04/12/18664592_10209042671883246_5039023854679682295_n.jpg

ბოლო წლებში გაიზარდა თუ არა ქვევრებზე მოთხოვნა და აქვე გვითხარით, ძირითადი ვინ არის მისი მყიდველი?


- რა თქმა უნდა ჩვენს ქვევრებზე მოთხოვნა გაიზარდა. ეს, პირველ რიგში ქართული ნატურალური ღვინით დაინეტერესების პარალელურად ხდება და ქვევრის ღვინის ხარისხი უკვე ბევრმა ადამიანმა გაიგო.

https://allwine.ge/media/uploads/2018/04/12/tyztof.jpg

- დაახლოებით რამდენ და რა მოცულობის ქვევრებს აწარმოებთ?

- ქვევრში ღვინო ჩვენს წინ იბადება და მე ვგრძნობ, რომ ქვევრში რაღაც ზებუნებრივი ძალაა. სულ დიდი ქვევრი, რომელიც გამიკეთებია, ორტონიანი იყო. თვითონ ქვევრი ადვილი გასაკეთებელი არაა, ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. ქვევრის ოსტატი უცბად ვერ გახდება ადამიანი. ძველად, ქვევრის გაკეთების სწავლა თუ ვინმეს უნდოდა, ოსტატი მას ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ თიხასთან ამუშავებდა, თიხას აჩვევდა. ასწავლიდა თუ როგორი უნდა ყოფილიყო ქვევრის დასამზადებელი თიხა. ხოლო ხუთი წლის შემდეგ, ოსტატი უკვე ქვევრთან ახლოს უშვებდა და უშუალოდ ქვევრის ამოყვანასაც ასწავლიდა. თუკი მოსწავლე შეძლებდა და ისწავლიდა, თუ არადა უშვებდა.

რას ურჩევთ დამწყებ მეთუნეებსა და მექვევრეებს?

- დამწყებ მექვევრეებს ვურჩევ, რომ ჯერ თიხა კარგად შეისწავლონ და  მერე აკეთონ ქვევრები. ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა.

https://allwine.ge/media/uploads/2018/04/12/qvevri.jpg

- დაბოლოს, გვითხარით თქვენ თუ აყენებთ ღვინოს თქვენ მიერ დამზადებულ ქვევრებში?

 - ჩვენი ოჯახი ქვევრში ღვინოს ოდითგანვე აყენებდა. მეც ვაყენებ ღვინოს ქვევრში და ვფიქრობ, ეს არცთუ ცუდად გამომდის. შარშან საზოგადოებას ჩემი ღვინო წარვუდგინე და მიხარია, რომ მან დიდი მოწონება დაიმსახურა. მივიღე გადაწყვეტილება და სულ მალე დავიწყებ ჩამოსხმას და რეალიზაციას. ვენახი - ღვინო - ქვევრი - ეს ხომ ერთი დიდი ჯაჭვია!

 




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები