ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების ვადამ გადაიწია

ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების ვადამ გადაიწია

access_time2018-04-12 15:25:00

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულების ვადამ გაურკვეველი დროით გადაიწია. სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულება თავდაპირველად 2018 წლის იანვარში იგეგმებოდა. შემდეგ ვადამ გაზაფხულამდე გადაიწია, თუმცა როგორც ირკვევა, გაზაფხულზეც ვერ მოესწრება. 



როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სამშენებლო კომპანია „ანაგში“ განუცხადეს, (აღნიშნული კომპანია ახორციელებს ახალი ტერმინალის მშენებლობას) მშენებლობის დასრულების გადაწევის მიზეზი ის ცვლილებები გახდა, რომელიც პროექტში შევიდა.



„პირველი ეტაპის სამუშაოების 60% უკვე შესრულებულია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება, თუმცა დასრულების ვადებმა გადაიწია. მიზეზი გახდა ის, რომ პროექტმა საკმაოდ დიდი და რადიკალური ცვლილება განიცადა. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. ველოდებით უკვე შეცვლილ პროექტს, რომელიც მოცულობით გაიზარდა. შიდა სამუშაოები შეიცვალა, სამშენებლო ფართი დაემატა. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, - აცხადებენ „ანაგში“.


მათივე ინფორმაციით, მშენებლობის პირველი ეტაპი როდის დასრულდება, ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც სამშენებლო კომპანიას შეცვლილ პროექტს მიაწოდებენ.



რაც შეეხება საინვესტიციო ნაწილს, პროექტის გაფართოებასთან ერთად, მასში რა სახის ცვლილებები შევიდა, ეს ჯერჯერობით უცნობია.



„ბიზნესპრესნიუსი“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთანაც“ ეცადა გარკვევას, თუ რა სახის ცვლილებები შევიდა პროექტში და როდის იგეგმება პირველი ნაწილის დასრულება, თუმცა უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

უცნობია დამატებითი დეტალები პროექტთან დაკავშირებით, თუმცა გამორიცხული არაა ახალი ტერმინალის პროექტის შეცვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გამხდარიყო, რომ ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის პროექტი შეიცვალა და ის გაცილებით უფრო მასშტაბური გახდა. 




გასული წლის 3 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის აეროპორტში საზეიმოდ დააანონსა, რომ ზუსტად 364 დღეში აეროპორტში მოხვედრა ახალი სარკინიგზო მაგისტრალით მოხდებოდა. თუმცა ერთი წლის შემდეგ, ეს ვერ მოესწრო და როგორც პრემიერმა რამდენიმე დღის წინ გაანცხადა, რკინიგზა 2019 წელს გაიხსნება. მისი განცხადებით, აეროპორტის ტრასის გადაღმა, 700 მეტრის მოშორებით, სადაც რკინიგზა გადის, აშენდება თანამედროვე, სარკინიგზო სადგური და მას აეროპორტთან დააკავშირებს გადახურული ესკალატორების სისტემა. ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. 



„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ქუთაისის აეროპორტის მეორე ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი 2017 წლის 26 ივლისს გამოაცხადა. 



ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია„ანაგსა“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ შორის ხელშეკრულებას ხელი გასული წლის 31 აგვისტოს მოეწერა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 26 423 967,74 ლარს შეადგენს. როგორც ხელშეკრულებაში იყო აღნიშნული, სამუშაოების პირველი და ძირითადი ეტაპი ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 დღის ვადაში, 2018 წლის იანვრის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვადამ გაზაფხულამდე გადაიწია.



მაშინ ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ტერმინალის მშენებლობის მიზეზად  მგზავრთნაკადის ზრდა დასახელდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წელს ქუთაისის აეროპორტი 405 173 მგზავრს მოემსახურა, 2016 წელს კი - 271 363 მგზავრს. შესაბამისად, 2017 წელს ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტში 2016 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 49,31%-ით გაიზარდა, ხოლო 2015 წელთან შედარებით - 121%-ით.



რაც შეეხება 2018 წლის პირველ კვარტალს, წელს 3 თვეში მგზავრთნაკადი 15%-ით გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 67,892 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 78, 020 მგზავრი შეადგინა. 


წყარო : bpn.ge




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები