რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა აშშ-ის სანქციებმა ალუმინის ფასის ზრდა გამოიწვია

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა აშშ-ის სანქციებმა ალუმინის ფასის ზრდა გამოიწვია

access_time2018-04-12 13:56:45

რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ მიმართულმა, აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ალუმინის ფასის ზრდა გამოიწვია. მას შემდეგ, რაც აშშ-მა კომპანია Rusal-ის წინააღმდეგ სანქციები გაატარა, ალუმინის ფასი 10%-ით გაიზარდა.


პარასკევს დაწესებული სანქციების მიხედვით, ამერიკელებს კომპანია Rusal-თან საქმიან ურთიერთობა ეკრძალებათ. კომპანია Rusal-ს რუსი ოლიგარქი, ოლეგ დერიპასკა აკონტროლებს.



გაზრდილი ფასების შენარჩუნების შემთხვევაში, ისეთ სამომხმარებლო პროდუქტებს, როგორებიცაა ავტომობილები, თვითმფრინავები და გაზიანი სასმელების ქილები, უფრო მაღალი ფასი დაედება.



მსოფლიოში წარმოებული ალუმინის 7%-იანი წილი Rusal-ზე მოდის. გასულ წელს კომპანიის გაყიდვებმა $10 მილიარდი შეადგინა - აშშ-ის ბაზრიდან 15%-იანი წილი. ამ მაჩვენებლით, აშშ Rusal-ისთვის, რუსეთის შემდეგ, სიდიდით მეორე ბაზარს წარმოადგენდა.


სანქციების დაწესების შემდეგ კომპანიის აქციები 56%-ით გაუფასურდა.


წყარო : CNNMoney



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები