ზაფხულის ტურისტული სეზონისათვის დაცული ტერიტორიების სააგენტო განსაკუთრებით ემზადება

ზაფხულის ტურისტული სეზონისათვის დაცული ტერიტორიების სააგენტო განსაკუთრებით ემზადება

access_time2018-04-12 13:21:00

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, თბილისის  მე-20 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნას დაესწრო. გამოფენა დღეს საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიხსნა და 14 აპრილამდე გაგრძელდება.

 

დაცული ტერიტორიების სააგენტო წელს დამთვალიერებლებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქტიულ საგამოფენო პავილიონს წარმოუდგენს. წარმოდენილი იქნება ინოვაციური პროექტი „დამატებითი რეალობა“, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდება. გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ სერვისებს გაეცნობიან. სპეციალურად გამოფენისთვის, ახალი საპრომოციო მასალები მომზადდა.

 

"2018 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტო განსაკუთრებით ემზადება. ახალ სეზონზე ტურისტები შეძლებენ ეწვიონ ნავენახევისა და საწუბრლიას მღვიმეებს, ოკაცეს ჩანჩქერს, ალგეთისა და ყაზბეგის ეროვნული პარკების ახლადაშენებულ ვიზიტორთა ცენტრებს"- განაცხადა გელა ხანიშვილმა.


 

გამოფენაში მონაწილეობას იღებენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების მხარდამჭერები არიან დაცული ტერიტორიების , ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.


კომერსანტი



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები