სემეკი: მომხმარებელი რომელიც ვერ მიიღებს შესაბამის მომსახურებას ნაკლებ ტარიფს გადაიხდის

სემეკი: მომხმარებელი რომელიც ვერ მიიღებს შესაბამის მომსახურებას ნაკლებ ტარიფს გადაიხდის

access_time2018-04-12 13:29:46

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის ეთერში გადაცემაში „პროფესიონალები“ . საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გიორგი ფანგანი ამბობს, რომ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით არაერთი პროექტი იქნა გატარებული.  მისი თქმით, დღემდე არსებობს პრობლემა მიწოდების საიმედოობასთან დაკავშირებით, თუმცა ამ მიმართულებით სემეკი უკვე მუშობს. 

 

„ის რასაც ვნერგავთ და მომავალ წელს გაეშვება არის ის, რომ ყველა სექტორში კომპანიებს განესაზღვრება სამიზნე მაჩვენებელი, თუ რამდენი ხანი შეიძლება იყოს ერთი სამიზნე მაჩვენებელი გათიშული წლის განმავლობაში. ეს არის საიმედოობის განმსაზღვრელი უნივერსალური ინდიკატორი. იმ შემთხვევაში თუ კომპანიები ვერ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს,  მათ პირდაპირ შეუმცირდებათ შემოსავალი ანუ ტარიფი და შესაბამისად მომხმარებელი რომელიც ვერ მიიღებს მაღალი ხარისხის მომსახურებას ის შემდეგ წელს  ნაკლებ ტარიფს გადაიხდის. ეს არის მიდგომა რომელიც ჩვენ აქამდე არ გვქონია“,- განაცხადა გიორგი ფანგანმა

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი აცხადებს, რომ სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში მომხმარებელი არჩევანის გარეშეა დატოვებული, რის გამოც მომხმარებელი აუცილებლად უნდა იყოს დაცული. მისი თქმით მომხმარებელი არის წყარო საიდანც ფინანსდება ეს სექტორი, შესაბამისად მომხარებელს აქვს კანონიერი უფლება, რომ  მოითხოვოს მაღალი ხარისხის მომსახურება. გიორგი ფანგანი ამბობს, რომ სემეკში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების გამო  ახალი სამსახური  ჩამოყალიბდა, რომელსაც მარეგულირებელის ფუნქცია აქვს და ზრუნვას მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.

 

„გარკვეული სტანდარტები გვაქვს ჩამოყალიბებული და დამტკიცებული რაც არის სავალდებულო ყველა კომუნალური კომპანიისთვის. შესაბამისად ამას სჭირდება მკაცრი კონტროლი, რადგან კონტროლის გარეშე უბრალოდ სიტყვებია ფურცელზე. ამ მიზნით 2012 წელს ჩამოვაყალიბეთ პროგრამა- ელექტრონული ჟურნალი, რომლიც ამ ყველაფერს ასახავდა და იქნებოდა მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც მოგვცემდა საშუალებას რომ სტანდარტები შესრულებულიყო . დღეს უკვე ეს პროგრამა არსებობს. შესაბამისად აუცილებელი გახდა შექმნილიყო ცალკე სტრუქტურული ერთეული კომისიაში, რომელსაც ექნებოდა ერთი ფუნქცია დააკვირდეს გააანალიზოს ეს ელექტრონული ჟურნალი. ეს არის ანალიტიკური პროგრამა რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ მუშაობენ კომპანიები  სტანდარტებთან შესაბამისობაში.პროგრამა დამოუკიდებლად ხედავს დარღვევას, ატყობინებს , რომ დარღვევაა აღმოსაფხვრელი, რომ კომპენსაცია გადასახდელია, როდის არის გადასახდელი და რა ფორმით“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.


 

გიორგი ფანგანი ამბობს, რომ ხშირ შემთხევაში კომპანიები სათანადო ყურადღებას არ  არ აქცევენ იმას,  რომ რიგითმა თანამშრომელმა მაღალი დონის მომსახურება გაუწიოს მომხარებელს. პრობლემის აღმოსაფხვრელად სემეკმა ახალი პროგრამა დაიწყო.

 

„ჩვენ დავიწყეთ მისტიური მომხარებელის პროგრამა  რაც თავისთავში გულისხმობს იმას,რომ ვითომ მომხმარებლს,სპეციალურად მომზადებულ პირების გააგზავნის კომპანიებში და გარკვეული თხოვნების დაყენებას.ისინი ადგილზე სწავლობენ იყო თუ არა დაცული რიგი, როგორ მიიღო ოპერატორმა, მიაწოდა თუ არა სათანადო ინფორმაცია, შეასრულა თუ არა დაწესებული სტანდარტი და ა.შ. სიტუაციის სიღრმისეული შესწავლა მიდის. ამ დროისთვის რაც განვახორციელეთ იყო  მხოლოდ თბილისის მასშტაბით, რადგანაც იყო საპილოტე ვერსია.საპილოტე ვერსიამ გვაჩვენა, რომ არის გარკვეული პრობლემები. პროექტი იყო წარმატებული, რადგან დავინახეთ ყველაფერი რისი დანახვაც გვინდოდა. ეს ყველაფერი გავაცანით კომპანიებს, კომპანიებმა თავის მხრივ ამ პრობლემების გამოსწორება დაიწყეს. უახლოეს პერიოდში არსებული შედეგების გადამოწმებას ვგეგმავთ“,- განაცხადა გიორგი ფანგანმა.

 

კომერსანტი

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები