საკონსტიტუციო სასამართლომ არასწორად რეგისტრირებული  ქონების გასხვისება აკრძალა - ცვლილება რომელიც პრაქტიკაში არ ხორციელდება

საკონსტიტუციო სასამართლომ არასწორად რეგისტრირებული ქონების გასხვისება აკრძალა - ცვლილება რომელიც პრაქტიკაში არ ხორციელდება

access_time2018-04-12 09:49:11

საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის 17 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არაკონსტიტუციურად სცნო სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი. სასამართლომ აღნიშნული მუხლი ძალადაკარგულად გამოაცხადა. ცვლილების თანახმად, უძრავი ქონების შემძენ ნებისმიერ პირს, ნოტარიუსსა თუ სხვა ავტორიზებულ პირს მოუწვს გააკეთოს საჯარო რეესტრის ჩანაწერი, ასევე გაეცნოს ამ ჩანაწერზე საჩივარი ხომ არ შეტანილა რეესტრში.  როგორც ირკვევა უკვე ნახევარ წელზე მეტია გასული, რაც სასამართოლომ აღნიშნული  გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პრაქტიკაში ის ჯერ არ განხორციელებულა. „კომერსანტი“ მიზეზების გასარკვევას ორგანიზაცია „ახალგზარდა ადვოკატების“ საკონსტიტუციო მიმართულების ხელმღვანელ გიორგი ლაბაძეს გაესაუბა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პროცესი გაიწელა თუმცა ის აუცილებად აღსრულდება, რადგან დროული და საჭირო ცვლილებაა.


„ცვლილება აქამდე პრაქტიკაში არ დანერგილა, რადგან ნამდვილად რთული განსამარტი საკითხია. ზოგადად 6-7 თვე უზენაესი სასამართლოსთვის არ არის დიდი დრო, რადგან  ის საკმაოდ დიდხანს ადნომებს დავების გადაწყვეტას. აღსანიშნავია, დავის შინაარსიც, რაც საკმაოდ რთულია და მესამე  - ცვლილების პრაქტიკაში განხორციელებას სჭირდება ნება. ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, რადგან ნამდვილად საჭირო და დროული ცვილელბაა“,-განმარტავს გიორგი ლაბაძე.


იმის გათვალისწინებით, რომ თავის დროზე საკითთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო. საზოგადოების ნაწილს დღემდე მიაჩნია, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ბიზნესსა და ბანკებს პრობლემები შეუქმნას, მეორე ნაწილი კი მოსალოდნელ შედეგებს დადებითად აფასებს, „კომერსანტი“ დაინტერესდა რეალურად რა შედეგების მიღწევაა შესაძლებელი იურიდიული მიმართულებით. როგორც გიორგი ლაბაძე განმარტავს, ახალი ცვლილბის მიხედვით, თუ კი კონკრეტულ ქონებაზე თავის დროზე იყო საჩივარი შეტანილი და შემდგომ ის შეიძინა ფიზიკურმა პირმა, მსგავსი ხელშეკრულება ბათილად იქნება ცნობილი  და საკუთრების უფლება თავდაპირველ მესაკუთრეს დარჩება.


„ეს არის წორი მიდგომა, რადგან თუ კი ქონება არის სადავო და უფლების თვალსაზრისით არ არის უნაკლო, სამოქალაქო ბაზარი მოითხოვს ამ კონკრეტული ქონების მიმართ ნასყიდობის პროცესი შეფერხებული იყოს, ანუ შეჩერდეს. ეს არის ჯანსაღი სამოქალაქო სამართლებრივი მიდგომა. ერთადერთი უარყოფითად რაც შეიძლება ჩაითვალოს არის ის, რომ  პირმა შეიძინა ქონება, კანონი არ დაურვევია, მაგრამ აღმოჩნდება რომ მან არ გადაამოწმა რეესტრის  ჩანაწერი, რის გამოც იზღუდება მისი უფლება. თუმცა ამასაც თავისი ახსნა აქვს. მსგავს გაუგებრობას და გაუმჭირვალე პროცესებს რომ ადგილი არ ჰქონდეს, კანონი ასეთ პირს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს და ავალდებულებს რეესტრში გაეცნოს რა სახის ქონებას იძენს“,- განმარტავს გიორგი ლაბაძე.



მისივე თქმით, მსგავსი მიდგომით ბიზნესი ან ნებისმიერი ფიზიკური პირი კი არ ზარალდება, არამედ პირიქით - ძლიერდება მხარეთა უფლებები და პროცესი მეტად გამჭირვალე ხდება.


„ნამდვილად ძალიან დადებითი ცვილელბა, რაც ყველა მხარეზე ასევე პოზიტიურად აისახება. ვფიქრობ,  უზენაესი ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად დაამტკიცებს. ამისთვის უბრალოდ საჭიროა კონკრეტული დავა განიხილებოდეს სასამრთლოში, რათა საჭირო გახდეს აღნიშნული ცვლილების გამოყენება“,-განმარტავს ლაბაძე.


ავტორი სალომე ლემონჯავა






ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები