მაია ბითაძემ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გამართულ შეხვედრაზე თბილისის მუნიციპალიტეტის როლზე ისაუბრა

მაია ბითაძემ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გამართულ შეხვედრაზე თბილისის მუნიციპალიტეტის როლზე ისაუბრა

access_time2018-04-11 20:28:33

დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, მერის მოადგილემ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში მუნიციპალიტეტის როლზე და ამ მიმართულებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

მაია ბითაძის თქმით, მდგრადი განვითარების მიზნებთან სრულ შესაბამისობაშია დედაქალაქის პოლიტიკის ყველა დოკუმენტი.

 


„ამ პროცესში გადამწყვეტი ადგილი უჭირავს მდგრად ურბანულ განვითარებას, დედაქალაქში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნას, განათლების, სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობას, გარემოს დაცვას. ყოველივე ეს შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების იმ 17 მიზანთან, რომელიც გაეროს მიერ დამტკიცდა 2015 წელს. ამ მიზნებთან ასევე თანხვედრაშია მწვანე ქალაქის განვითარების სტრატეგია, რომელიც დედაქალაქის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. აღნიშნულ სტრატეგიას თბილისის მერია ეტაპობრივად განახორციელებს და დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სწორი ურბანული განვითარება, სერვისების გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესება, ჰაერის დაბინძურების პრევენცია, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა და ინფრასტრუქტურული ინოვაციების დანერგვა", - განაცხადა მერის მოადგილემ.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების საჯარო უწყებების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები.

 

 

 

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები