„აწარმოე საქართველოში“ და ETF -ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სასტუმრო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ

„აწარმოე საქართველოში“ და ETF -ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სასტუმრო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ

access_time2018-04-11 17:42:14

 სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით,  გაიმართება შეხვედრა „ თანამშრომლობის ხელშეწყობა განათლებასა და ბიზნესს შორის,“ რომელიც ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებისა და უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შორის შედგება. 


აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიზანია აღნიშნულ ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგების გაცნობა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების დაკავშირება პროფესიული განათლების სექტორთან, რათა განხორციელდეს კვლევის დასკვნითი ფაზა, რომელმაც უნდა მოიცვას რეკომენდაციები ამ თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის.  კვლევის მიზანია, სასტუმრო და მასპინძლობის ინდუსტრიასთან დაკავშირებული სამუშაო ძალის უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ინდუსტრიაში მცირე და საშუალო ბიზნესის მეტ ეფექტურობას განაპირობებს.


აღსანიშნავია, რომ კვლევის ეფექტურად წარმართვისთვის, გამოკითხულ იქნა 20-მდე სასტუმროსა და 10-მდე პროფესიული განათლების დაწესებულების წარმომადგენლები. აღნიშნული კვლევის წინაპირობა 2015-2016 წლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ევროპის განათლების ფონდის ორგანიზებით (ETF) ჩატარებული „Trainings Needs Assessment” გახდა, რომლის საფუძველზე გამოიკვეთა სასტუმრო ინდუსტრიის დარგში არსებული გამოწვევები. 



ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდება პრეზენტაცია, რომელიც დაეთმობა კვლევის პირველი ორი ფაზის შედეგების გაცნობასა და თანამშრომლობის საკითხების მიმოხილვას.  პრეზენტაციის დასრულებისთანავე კი, გაიმართება დისკუსია, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც დასრულდება კვლევის ბოლო,  მესამე ფაზა.


ღონისძიებას ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების და უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების გარდა დაესწრებიან ევროპის დელეგაციის, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ETF-ისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. 




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები