საქართველოში გაუარესებულია დემოკრატიის საერთო მაჩვენებელი - „Freedom House“ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოში გაუარესებულია დემოკრატიის საერთო მაჩვენებელი - „Freedom House“ ანგარიშს აქვეყნებს

access_time2018-04-11 13:32:03

საქართველოში დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა - გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით მორიგ ანგარიშს საერტაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House აქვეყნებს.

 

„ქვეყნები გარდამავალ ეპოქაში 2018, - ყოველწლიური კვლევაში, შეფასებულია დემოკრატიის მდგომარეობა ბალტიისპირეთის, ცენტრალური ევროპის, ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის 29 ქვეყანაში. „ფრიდომ ჰაუსის ანგარიშის მიხედვით, 29-დან 19 ქვეყანაში გაუარესებულია დემოკრატიის საერთო მაჩვენებელი. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო, რომლის საერთო რეიტინგი 4,68-მდე დაეცა.

 

დოკუმენტის მიხედვით, წელს საქართველომ პოზიციები მედიის თავისუფლების საკითხებში დათმო.

 

ძირითად მიზეზებად დასახელებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის პოლიტიზება, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ „რუსთავი 2-ზე ზეწოლა მის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებებით, ტელეკომპანიების „მაესტრო-ს და „GDS-ის საკონტროლო აქციების გაერთიანება და „იმედი-სთვის გადაცემა, რაც მიჩნეულია ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებულ გარიგებად და თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება. „ფრიდომ ჰაუსის შეფასებითვე, გაუარესებულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეიტინგი. საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რეფორმების მიუხედავად მაღალია სასამართლო სისტემის პოლიტიზების და სასამართლოსადმი საზოგადოების უნდობლობის დონე.

 

როგორც Freedom House-ის ანგარიშშია აღნიშნული, 2012 შემდეგ საქართველოს ისტორიაში პირველად პლურალისტური ეროვნული მმართველობის სწრაფი პერიოდი დაიწყო, თუმცა ჩანს, რომ დომინანტური პარტიული პოლიტიკა დაბრუნდა, რასაც პოლიტიკური რისკები ახლავს თან. 


 

ანგარიშის თანახმად, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაცია 2016 წელს დაასრულა და უფრო მონოლითური გახდა, რისი მიზეზიც მმართველი კოალიციიდან რამდენიმე ლიბერალური პარტიის გასვლა იყო.

 

მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2017 წელს მთავარი პოლიტიკური მოვლენა კონსტიტუციური შესწორებები იყო, რომელმაც საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესი დაასრულა და ძალაუფლების შტოებს შორის ახალი დინამიკა შექმნა. ადგილობრივმა არჩევნებმა კი აჩვენა მმართველი პარტიის დომინანტური როლი და ოპოზიციის ფრაგმენტაცია. მოხსენებაში წერია, რომ ძალაუფლების კონსოლიდაციის უარყოფითი გვერდითი ეფექტი 2017 წელს გამოჩნდა. „ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებები საერთაშორისო საზოგადოებასთან კონსულტაციებით, თუმცა საკუთარი ჩართულობით განახორციელა და იგნორირება გაუკეთა ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და პრეზიდენტის ოფისის. ოპოზიციასთან შეთანხმების რამდენიმე მცდელობა ჩავარდა და რეფორმის ბოლო ეტაპზე, მმართველმა პარტიამ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობით მიმდინარე ინტერპარტიული მოლაპარაკებები დატოვა. „ქართულმა ოცნებამ ასევე უარყო პრეზიდენტისა და 20 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც მმართველი პარტიის თავდაპირველ კანონპროექტთან ახლოს იყო და დაძლია პრეზიდენტის ვეტო ჩასწორების გაუთვალისწინებლად.


Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებებმა რიგი მნიშვნელოვანი ფუნქციების ჩამორთმევით პრეზიდენტის ინსტიტუტი დაასუსტა და არაპირდაპირი წესით არჩევის წესი წარადგინა.

 

ანგარიშში საქართველოს დემოკრატიული ფუნქციონირების მთავარ დაბრკოლებად არაფორმალური მმართველობაა დასახელებული.

 

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ მილიარდერი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას ახდენს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 59% მიიჩნევს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებაზე ივანიშვილი ჯერ კიდევ გავლენას ახდენს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არაფორმალური მმართველობა ივანიშვილით არ იწყება და ეს დიდი ხნის განმავლობაში ქართული პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილია - ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში.

 

„ფრიდომ ჰაუსის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს რეიტინგი უცვლელია ხუთ სფეროში - ცენტრალური დემოკრატიული მმართველობა, საარჩევნო პროცესი), სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა და კორუფცია.

 

„Freedom House-ის ანგარიშში საქართველო გარდამავალი ანუ ჰიბრიდული რეჟიმების სიაშია, სადაც როგორც წესი, საარჩევნო დემოკრატია არსებობს, თუმცა სუსტია დემოკრატიული ინსტიტუტები - მნიშვნელოვანი გამოწვევებია ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის კუთხით.



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები