ჭიათურასა და ზესტაფონში ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა - „ეკოლოგიკა“ გაიხსნა

ჭიათურასა და ზესტაფონში ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა - „ეკოლოგიკა“ გაიხსნა

access_time2018-04-11 12:40:02

ჭიათურასა და ზესტაფონში ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა - „ეკოლოგიკა" საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

 

პროექტი „ეკოლოგიკა", რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის" ორგანიზებით ტარდება, ინტელექტუალურ-გასართობი და ეკოლოგიური შინაარსისაა და ორივე რეგიონის 76 სკოლას აერთიანებს.

 

პროექტი ხორციელდება ზესტაფონისა და ჭიათურის სასწავლო დაწესებულებების 8-11 კლასის მოსწავლეებისთვის და ორი თვის პერიოდს მოიცავს.

 

ოლიმპიადის შეჯიბრებები 15 აპრილს დაიწყება, პროექტი კი 15 ივნისამდე გაგრძელდება.

 

როგორც „ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, სკოლები ერთმანეთს სამ მიმართულებაში შეეჯიბრებიან:

 

პირველი ეტაპზე - ინტელექტუალურ თამაშში მოწაფეებმა საბუნებისმეტყველო საგნების შესახებ კითხვებს უნდა უპასუხონ; მეორე ეტაპი სათავგადასავლო ტურნირს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, კონკრეტული ეკოლოგიური პროექტის თემის ამსახველი სლოგანის მოსაპოვებლად, სახალისო შეჯიბრი გაიმართება; ხოლო, მესამე ეტაპი სწრაფ, ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს - მოსწავლეებმა მხატვრულ ნაწარმოებებში სწრაფად უნდა აღმოაჩინონ შეცდომები და დაასახელონ ისინი.

 

„პროექტში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სპეციალური გასაღები, რომლის საშუალებითაც ის სკივრში ჩადებულ სლოგანს მოიპოვებს. ეს სლოგანები რეგიონებისთვის განკუთვნილ ეკოლოგიური პროექტების დავალებებს აერთიანებს (მოცემულია სახელწოდებების სახით).

 

ფინალურ შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა მიეცემათ, ეკოლოგიურ თემებზე კონკრეტული პროექტები საკუთარი ხედვით წარმოადგინონ, რასაც, პროექტის სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ, „ჯორჯიან მანგანეზი" რეგიონებში გამარჯვებული მოსწავლეების ჩართულობით განახორციელებს.

 

პროექტი შემეცნებითი, მასშტაბური და ინტერაქტიულია და ის მოსწავლეების განვითარებასა და მათთვის მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. ამის გარდა, ეს არის სოციალურად უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული და ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას ორი რაიონის ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში", -აღნიშნავენ ორგანიზატორები.


 

შპს „ჯორჯიან მანგანეზი" გამარჯვებული მონაწილეებისთვის ფასიან საჩუქრებს დააწესებს.

 

პროექტი „ჯორჯიან მანგანეზის" ინიციატივით, ასევე ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის თანასპონსორია „მანგანუმ ლოჯისტიკი". მხარდამჭერები არიან: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

 

პროექტს სლოგანი არ აქვს და აღსანიშნავია, რომ გახსნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავად მოიფიქრეს პროექტის სლოგანები და ბანერზე ჩამოწერეს საკუთარი ვერსიები.

 

ნიკა ჩიქოვანი, „ჯორჯიან მანგანეზის" მმართველი:

 

„რამდენადაც ამ პროექტის ინიციატორი მე ვარ, ჩემთვის კარგად არის ცნობილი ამ ორ რაიონში პროექტის ჩატარების დიდი მნიშვნელობა. ოლიმპიადა „ეკოლოგიკას" ფარგლებში კონკრეტული პროექტები განხორციელდება და ჩვენ ერთად მივეხმარებით ორ რეგიონს გარემოს დაცვის პრობლემების დაძლევაში. ვფიქრობ, საინტერესო პროექტია. ორი რაიონის მოსწავლეები ერთვებიან და ეკოლოგიურ პრობლემებზე ზრუნვას იწყებენ. ოლიმპიადა მოსწავლეეების მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას ემსახურება. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა, რაც დადებით როლს შეასრულებს მომავალში".

 

აკაკი გურჯიძე, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გენერალური დირექტორი:

 

„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი და ოლიმპიადა ძალიან მასშტაბურად ჩატარდება. მაღალი იქნება აქტივობა, ინტერაქცია, რაც მოსწავლეების ჩართულობას განაპირობებს. ამ ოლიმპიადას დიდი მოლოდინით ვუყურებთ, რადგან ორივე რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები