translate.ge გვარჯალაძის ლექსიკონს აღარ გამოიყენებს, საიტის ადმინისტრაცია ახალი პროგრამის დაწერას გეგმავს

translate.ge გვარჯალაძის ლექსიკონს აღარ გამოიყენებს, საიტის ადმინისტრაცია ახალი პროგრამის დაწერას გეგმავს

access_time2018-04-11 11:29:42

სამწლიანი დავა ისიდორე გვარჯალაძის მიერ 1975 წელს შედგენილ ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისურ ლექსიკონთან დაკავშირებით თითქმის დასრულდა. ვებგვერდის ადმინისტრაციამ რამდენიმე კვირის წინ მიიღო გადაწყვეტილება , რომ გვარჯალაძის ლექსიკონს translate.ge არ გამოიყენებს. შედეგად ბაზაში სიტყვების დიდი ნაწილი აღარ იძებნება. წაშლილი სიტყვების ნაცვლად საიტის საძიებო სისტემა წითელი ვარსკვლავით მონიშნულ შემდეგ წარწერას აჩვენებს: ამოღებულია საავტორო უფლებების გამო.

 

სააპელაციო სასამართლომ translate.ge-ს საავტორო უფლებების დარღვევა დაუდგინა და 50 000 ლარით დააჯარიმა. პირადი მორიგების შემდეგ ჯარიმა 13 400 ლარამდე შემცირდა, საიდანაც 10 000- ოჯახს, 3 400 ლარი კი ასოციაციას გადაეცა.


იმისთვის, რომ translate.ge-ს შეძლებოდა ისიდორე გვარჯალაძის მიერ 1975 წელს შექმნილი ლექსიკონის გამოყენება ყოველთვიურად ვებგვერდის მფლობელს გვარჯალაძის ოჯახის მემკვიდრეებისთვის სარეკლამო შემოსავლების 25 % უნდა გადეხადა, თუ 25 % იქნებოდა 300 ლარზე ნაკლები მაშინ საიტი ოჯახის მინიმუმ 300 ლარს გადაუხდიდა რაზეც translate.ge-ს ადმინისტრაციამ უარი განაცხადა და ბაზიდან 70 000 სიტყვა წაშალა.


საიტიდან ისიდორე გვარჯალაძის ლექსიკონის ამოღების და ფაქტის ოფიციალური დადასტურების მოთხოვნის შემდეგ translate.ge-ს საავტორო უფლებათა ასოციაციამ ვებგვერდს ლექსიკონის სტრუქტურის ამოღება მოითხოვა. საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე კომერსანტთან საუბრისას განმარტავს, რომ translate.ge-მ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა. გიგა კობალაძის თქმით, ლექსიკონის ამოღება როგორც სიტყვების ასევე მათი განმარტებების ამოღებას გულისხმობს. მისივე თქმით, თუ translate.ge სრულად არ ამოიღებს ლექსიკონს საავტორო უფლებათა ასოციაცია სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას მოითხოვს.


 

სასამართლომ დაავალა მხარეს, იმ შემთხვევაში, თუ არ უზრუნველყოფდა შეთანხმებული საზღაურის გადახდას ვებგვერდიდან ლექსიკონი ამოეღო. საავტორო უფლება ლექსიკონზე, როგორც შედგენილ ნაწარმოებზე ვრცელდება ამ ლექსიკონში არსებულ სიტყვების განლაგებასა და შერჩევაზე, - ამას ამბობს, კანონის მე-12 მუხლი. ლექსიკონის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ანბანის მიხედვით განლაგების გარდა, ლექსიკონი არის ამ სიტყვების განმარტებები, მათი ვარიაციები და თანამიმდევრობის შერჩევა, ამაზე ვრცელდება საავტორო უფლება და კანონის მიხედვითაც ეს ასეა გათვალისწინებული, ასე რომ არ იყოს ლექსიკონზე საერთოდ არ გავრცელდებოდა საავტორო უფლება. აქედან გამომდინარე, რადგან translate.ge-მ ამოიღო მხოლოდ განმარტებები და დატოვა ამ სიტყვების ვარიაციები და მათი თანმიმდევრობა ეს ნიშნავს რომ საავტორო უფლებით დაცულ პროდუქტს ისევ იყენებს რისი გამოყენების უფლებაც არ აქვს, - განაცხადა გიგა კობალაძემ

 

translate.ge-ს უფლებადამცველის თქმით, მხარეების მიერ განსაზღვრული ვალდებულებები ვებგვერდმა თავის მხრივ სრულად შეასრულა. აკაკი  გაწერელია გვიყვება, რომ ადმინისტრაცია მზად არის უზრუნველყოს საიტისთვის ახალი პროგრამის დაწერა, რომლის მიხედვითაც სიტყვათა თანმიმდევრობა სხვანაირად განთავსდება. რაც მისი თქმით, განპირობებულია არა იმით, რომ რომ საავტორო უფლება მოგვარდეს, არამედ საიტის ავტორს აღარ სურს თითქმის სამწლიან დავის გაგრძელება.

 

მიგვაჩნია, რომ ვალდებულება რომელიც translate.ge-ს ჰქონდა აღებული სრულად არის შესრულებული. ვებგვერდის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება შეთანხმების შესახებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ , რომ ეს არ გაგრძელებულიყო წლების განმავლობაში. მათ მიაჩნიათ, რომ მათ მიერ შესრულებული მოთხოვნა ანუ სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტი, სადაც არის განსაზღვრული მხარეთა ვალდებულებები შესრულებული აქვს. თუკი შერჩევა და განლაგება ლექსიკონში თავდაპირვლად იყო განსაზღვრული ამ რიგითობით ცხადია ეს რეგულირდება მაგრამ, ჩვენ სიტყვების ისეთი წყობა არ გაგვიკეთებია რაც მხოლოდ და მხოლოდ მათი მოფიქრებულია. გამომდინარე იქედან რომ ინგლისური სიტყვები არ წარმოადგენს არავის ინტელექტუალურ საკუთრებას, შესაბამისად, არც ამ სიტყვების  თანამიმდევრობით დალაგება არ შეიძლება იყოს ვინმეს საკუთრება და დავის საგანი, - განაცხადა აკაკი  გაწერელიამ

 

ავტორი : ბაჩო ადამია



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები