„ჩირიფრუტი“ ზაფხულში მწნილის ჩიფსებს გამოუშვებს

„ჩირიფრუტი“ ზაფხულში მწნილის ჩიფსებს გამოუშვებს

access_time2018-04-12 10:30:00

„ბიზნესის წამოწყების შემდგომ მისი სწორად მართვაა საჭირო, სადავეები ხელიდან არ უნდა გაგექცეს წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესის ხარისხიანად წარმოებაც არ გამოვა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ მცირე ბიზნესის „ჩირიფრუტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოფო ჯიქიამ განუცხადა. როგორც ჯიქია აცხადებს, ბიზნესი ვითარდება და მომხმარებლის მოთხოვნით „ჩირიფრუტის“ პროდუქცია სხვადასხვა სავაჭრო სივრცეებში შედის.

 

როგორც ჯიქია აღნიშნავს, მიმდინარე წლის ზაფხულში  კომპანია მწნილის ჩიფსებს გამოუშვებს, ხოლო ამ ეტაპზე სხვადასხვა დეტალის დაზუსტება მიმდინარეობს.

 

„ჩირიფრუტს“ გაყიდვები 2018 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაეზადა.

 

„ახალი ობიექტი გალერია თბილისში გავხსენით, ასევე ახლადგახსნილ სასტუმრო  MOXY-ში შევედით, ხოლო უახლოეს მომავალში დაახლოებით ერთ თვეში პროდუქციას ჰიპერმარკეტების ქსელ კარფურში შევიტანთ“, - განმარტა ჯიქიამ.  

 


„ჩირიფრუტის“ დამფუძნებლის განცხადებით, იმისათვის, რომ ბიზნესი ქვეყანაში მარტივად განვითარდეს მეტი პროფესიონალი კადრის არსებობა და ბიზნესის სწორი ფორმით დაგეგმვაა საჭირო. ის ვინც ბიზნესს იწყებს რისკებისთვისაც უნდა იყოს მზად.

 

კვალიფიციური კადრები ძირითადად უფრო დიდ კომპანიებში არიან დასაქმებულები ჩვენ კი ამ ეტაპზე ამის ფუფუნება არ გვაქვს, ამიტომ ვცდილობთ, თავადვე მივიღოთ საჭირო ცოდნა და გამოცდილება.

 

როგორც სოფო ჯიქია კონკურენციაზე საუბრისას აცხადებს, „კონკურენცია გაფხიზლებს, შემდგომ ცდილობ ყველაფერი სხვანაირად დაგეგმო და წარმოაჩინო. პროდუქციის წარმოებას ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ის ყველასგან გამორჩეული უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ჯერ-ჯერობით საქართველოში კონკურენცია არ არის, უბრალოდ არსებობს ჩირის დამზადების სხვადასხვა მიმართულება“, - განაცხადა „ჩირიფრუტის დამფუძნებელმა.

 

კომპანიის სამომავლო გეგმაში სპეციალური საშრობი დანადგარის შეძენაცაა, რომელიც საქმეს გაამარტივებს. სოფო ჯიქიას განცხადებით სახელმწიფოსგან  დახმარებას ამ მიმართულებით ისურვებდა. ასევე ჯიქიას სახელმწიფოსგან ხელშეწყობა სპეციალური ფართის შესაძენადაც სჭირდება.

 

„ჩირიფრუტი 2014 წელს სამმი დის მიერ დაფუძნებული ბიზნესია. მათ მცირე ბიზნესის წამოსაწყებად 6 000 ლარის საკუთარი ინვესტიცია განახორციელეს. კომპანიას თბილისში საწარმო აქვს.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები