თბილისის მერმა „თბილისის პარკინგის“ ახალი ცენტრალური ოფისი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორთან ერთად დაათვალიერა

თბილისის მერმა „თბილისის პარკინგის“ ახალი ცენტრალური ოფისი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორთან ერთად დაათვალიერა

access_time2018-04-10 17:49:52

თბილისის მერმა კახა კალაძემ ცაბაძის ქუჩაზე „თბილისის პარკინგის" ახალი ცენტრალური ოფისი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორთან, მამუკა კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

 

კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. მისივე თქმით, კომპანია მაქსიმალურად მობილიზებულია და მზად არის, პარკირების სისტემის მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებები სათანადოდ შეასრულოს.

 

„თავიდან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ პროცესს, თუმცა თქვენ უკვე ხედავთ, რომ სატრანსპორტო კომპანიას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ პარკირების სისტემის მენეჯმენტი სათანადოდ განახორციელოს. პირობას გაძლევთ, რომ ეს ადამიანები ჩვენს ქალაქს საუკეთესოდ მოემსახურებიან და დაამყარებენ წესრიგს. ამისთვის ყველანაირი მზაობა არსებობს და კომპანია ტექნოლოგიურადაც შესაბამისად არის აღჭურვილი. მინდა მათ წარმატებები და, ზოგადად, პარკირების თვალსაზრისით ქალაქში წესრიგი ვუსურვო. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ქალაქის მასშტაბით, რაც პარკირების სისტემის მოწესრიგებას და მიწისქვეშა პარკინგების მოწყობასაც გულისხმობს. მუშაობა უკვე დაწყებულია და ჩვენ ამ პრობლემას უახლოეს მომავლში მოვაგვარებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის განცხადებით, პარკირების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით მერიას აქვს კომპლექსური მიდგომები და მუშავდება კონკრეტული ხედვა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი. მისივე თქმით, ჯარიმების გამოწერის პროცესი უნდა იყოს არა კერძო სტრუქტურის, არამედ მუნიციპალური სამსახურის დაქვემდებარებაში.

 

„სამომავლო გეგმებს, თუ როგორი იქნება პარკირების გადასახადი მომდევნო წლების განმავლობაში, ასევე, ეს იქნება ზონალური თუ საათობრივი, ამ ხედვას და კონცეფციას ჩვენ უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის ცვლილებების ნაწილს. რაც შეეხება ჯარიმების გამოწერას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს მუნიციპალური სამსახურის დაქვემდებარებაში, რადგან ევროპული მაგალითებიც რომ ავიღოთ, წამყვან ქალაქებში არსად არის კერძო სტრუქტურა, ვინც აჯარიმებს მოქალაქეებს. დაჯარიმების ნაწილი მერიის სტრუქტურის დაქვემდებარებაში უნდა იყოს. ჯარიმები პირდაპირ არ უნდა იყოს მიბმული ბიზნესზე, როგორც იყო სითი პარკის შემთხვევაში", - განაცხადა თბილისის მერმა.


 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის, მამუკა კობახიძის თქმით, პარკირების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა უკვე დაწყებულია და ის სტანდარტების შესაბამისად 30 დღის ვადაში დასრულდება.

 

„თბილისის პარკინგში" მუშაობას „სითი პარკის" 102 თანამშრომელი გააგრძელებს. პარკირების ბარათების შეძენა შეასძლებელი იქნება როგორც პარკირების ახალი ვებ-გვერდის, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

 

„ტექნიკურმა ჯგუფმა უკვე დილიდანვე დაიწყო პარკირების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. დღის მეორე ნახევრიდან კონტროლიორ-ინსპექტორები შეუდგებიან საქმიანობას. რაც შეეხება თანამშრომლებს, სითი პარკის 102-მა თანამშრომელმა გამოხატა ამ კომპანიაში გადმოსვლის სურვილი. აქედან 76 არის კონტროლიორ-ინსპექტორი, რომელიც ჩაერთვება თბილისის პარკირების ნაწილში. ასევე არიან ევაკუატორის მძღოლები და მათი დამხმარეები. პარკირების ბარათების ღირებულება და ვადები არ შეიცვლება. ინფრასტრუქტურის განახლება მთლიანად მოხდება 30 დღის ვადაში", - განაცხადა მამუკა კობახიძემ.

 

„თბილისის პარკინგის" ახალ ოფისში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი იმყოფებოდნენ.

 

 

 

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები