დავით მესხიშვილი: „პარკირების სისტემა მთლიანად გადაიბარა კომპანიამ, რომელსაც არანაირი გამოცდილება და ხედვა არ გააჩნია“

დავით მესხიშვილი: „პარკირების სისტემა მთლიანად გადაიბარა კომპანიამ, რომელსაც არანაირი გამოცდილება და ხედვა არ გააჩნია“

access_time2018-04-10 13:05:43

„იგივე მახინჯი მოდელი, რის გამოც უარი ვუთხარით „სითი პარკს“ და გავუშვით, ახლა  გადაიბარა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ანუ პრობლემა მხოლოდ სახელწოდებაში იყო?!  იდეაში ჩვენ არ მოგვწონდა პარკირების სისტემა, რომლის ალტერნატივაც არ ჩანს“,- ასე აფასებს   ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი თბილისის მერის კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან იმასთან დაკავშირებით, რომ დღეიდან პარკირების სისტემას თბილისის სატრანპორტო სამსახური უხელმძღვანელებს.

 

მისივე თქმით, აღნიშნული სიახლით არაფერი იცვლება, რადგან შესაბამისი სამსახურის მხრიდან არ გავრცელებულა ინფორმაცია რას აპირებს ან  რა სიახლეს ნერგავს.

 


„უნდა თქმულიყო სიახლე, როგორ უყურებს შესაბამისი სამსახური მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში პარიკიების პრობლემის გადაჭრას. კომპანიას უნდა ეთქვა, რას აპირებს, იქნება თუ არა პარკირების გეორაფიული დაყოფა ან ზონირება, ან საერთოდ  როგორი სისტემა იქნება. რაც შეეხება მიწისქვეშა პარიკინგის საკითხს, აქაც უნდა გააკეთონ განმარტება  სად მოეწყობა, რატომ ჯობია მიწისქვეშა მიწისზედას და ა.შ. ზოგადად საერთაშორისო გამოცდილებით უმეტეს შემთხვევაში პარიკრებას ხელმძღვანელობს კერძო სექტორი, ბიზნესი. ამიტომ,  ჩვენი აზრით უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი, რათა შერჩეულიყო საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია, რომელსაც ეს საქმე ადრეც უკეთებია და თან წარმატებით“,- განმარტავს მესხიშვილი.

 

ავტორი : სალომე ლემონჯავა



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები