მამუკა სალუქვაძე: „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პირველი ივნისისთვის გენგეგმა დამტკიცებული იქნება“

მამუკა სალუქვაძე: „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პირველი ივნისისთვის გენგეგმა დამტკიცებული იქნება“

access_time2018-04-10 12:30:56

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტს დოკუმენტის სრულყოფისა და ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ვადა მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე განესაზღვრა. დოკუმენტაცია თბილისის მერიასთან აქტიური თანამშრობლობით დამუშავდება. ამ თემაზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემაში „კომერსანტის თემა“ სალომე სოსელიასთან ერთად. გადაცემის სტუმარი „სითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე იყო.

 

-როგორია სამოქმედო გეგმა? რა რეჟიმში გაგრძელდება თანამშრომლობა მერიასთან?

 

მერიის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო რეჟიმში გაგრძელდება. ისეთი საკითხებია განსახილველი, რომელიც ერთ მიზანს ემსახურება-  როგორ მოხდება განხორციელება იმ რთული დოკუმენტისა რომელსაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ჰქვია. გამოიყო რამოდენიმე საკითხი რომელიც ძალიან მნიშვნელოვნია, ეს არის ღონისძიებები რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ და მერიამ უნდა განახორციელოს მომავალში. აქ არის კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები, სადაც ჩვენ მეთოდოლოგია შევთავაზეთ მერიას რა შემთხევაში როგორ დაელაპარაკოს მესაკუთრეებს.

 

-თქვენ შეხვედრის შემდეგ თქვით, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ეთანხმებით თბილისის მერიას. რა არის ის არგუმენტები რამაც დაგარწმუნათ იმაში, რომ მერიის პოზიცია ამ შემთხევაში მისაღებია?

 


ჩვენ მოვამზადეთ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმა ისე როგორც მიგვაჩნია სწორად, მაგრამ მერიას რთული სამუშაოების განხორციელება მოუწევს, მარტო ის ხომ არ არის ჩვენ მოვიხსნათ პასუხისმგებლობა, დავასრულოთ მუშაობა და შემდგომ ეს უკვე მერიამ ვერ განახორციელოს. სწორედ ამაზე იყო აზრი შეჯერებული, რომ ჩვენ ერთად დავსხდებით და ყველა კითხვაზე რომელიც შეიძლება წარმოიშვას განხორციელების პროცესში გავცეთ ერთად პასუხი, რათა მერიის სამსახურებს ჰქონდეთ ეს ყველაფერი სახელმძღვანელოდ.

 

-არასამთავრობო სექტორს ჰქონდა კვლევა დოკუმენტთან დაკავშირებით მათი თქმით, დოკუმენტს ფინანსური და ეკონომიკური კვლევა აკლდა. სხვადასხვა პროექტების განხორციელებისთვის არ ჩანდა საფუძველი მაგალითად რკინიგზის გადატანის თემასთან დაკავშირებით, ასევე ელიავას ბაზრობის გადატანასთან დაკავშირებით. თქვენ იზიარებთ იმას რომ საფუძვლიან კვლევები არ ჩატარებულა?

 

ეს ასე არ შეიძლება იყოს ერთი უბრალო მიზეზის გამო, ის თუ რა კვლევები უნდა ჩატარდეს არის კანონმდებლობით განსაზღვრული და არის იმ გეგმარებით განსაზღვრული რომელიც ჩვენი შეთანხმების საფუძველზე მოგვეცა,  როგორც სახელმძღვანელო. ვის რა კვლევა უნდა , რომ ჩატარდეს ეს სხვა არის, მაგრამ ის რაც მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის ფარგლებში არ შეიძლება მოხდეს იმას რა თქმა უნდა გენგემა ვერ გააკეთებდა.ეს არის შემდეგი ეტაპის სამუშაოები, დარგების მიხდვით არის დეტალური კვლევები ჩასატარებელი, რომელიც  სტრატეგიულ დოკუმენტს არ მოეთხოვება, ჩვენ მივუთითეთ რა კვლევები აქვს მომავალში ჩასატარებელი თბილისის მერიას. არავინ არ აკეთებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის დროს ხარჯთაღრიცხვას და დეტალურ გათვლებს.მოკლევადიანი საფინანსო ხედვა ჩვენ წარვადგინეთ, რომელიც კვლევებს უკავშირდებოდა.

 

-პირველი ივნისი საკმარისი იქნება ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად?

 

პირველი ივნისისთვის ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დამტკიცებული უნდა იყოს დოკუმენტი

 

კომერსანტი



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები