პრემიერმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

პრემიერმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

access_time2018-04-09 14:42:20

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „დღეს 29 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს არის დღე, როდესაც მრავალი თაობა გაერთიანდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დღევანდელი დღე ყოველთვის დარჩება სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავგანწირვის სიმბოლოდ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა არ შეეგუა 1921 წელს დამოუკიდებლობის დაკარგვას და მრავალი წლის შემდეგ, ამ ადამიანებმა თავგანწირვით შეძლეს, კიდევ ერთხელ გაეთავისუფლებინათ ქვეყანა.

9 აპრილიდან ზუსტად 2 წლის თავზე, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დღეს ჩვენთვის ეს თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 1918 წელს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ.


განსაკუთრებულია ის კონსოლიდაცია, რომელიც მოჰყვა 9 აპრილს და რომლის მსგავსიც არ მახსენდება. სწორედ ასეთი კონსოლიდაციით და მთელი ქვეყნის გაერთიანებით ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენ უნდა ავაშენოთ ძლიერი საქართველო, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და დავრჩეთ ერთგული იმ იდეალებისა, რომლისთვისაც 9 აპრილის ღამეს აქ მდგომმა ადამიანებმა თავი გაწირეს“ - განაცხადა პრემიერმა.

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები