დავით მუმლაძე - „გვხვდება  კომპანიები, რომლებიც მშენებარე კორპუსში ბინების რეალიზაციას  ახდენენ და მათ შესაბამისი ნებართვა არ აქვთ“

დავით მუმლაძე - „გვხვდება კომპანიები, რომლებიც მშენებარე კორპუსში ბინების რეალიზაციას ახდენენ და მათ შესაბამისი ნებართვა არ აქვთ“

access_time2018-04-10 11:30:00

„როდესაც მყიდველს მშენებარე კორპუსში ბინა აქვს ნაყიდი და ის კომპანიის სანდოობას აფასებს პირველ რიგში შემოწმება უნდა დავიწყოთ იმით, რამდენად არსებობს შესაბამისი ნებართვა კონკრეტულ მშენებლობასთან მიმართებაში“, - ამის შესახებ, OK & CG -ის ადვოკატმა დავით მუმლაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ადვოკატის საათში“ საუბრისას განაცხადა.

 

ადვოკატის განცხადებით, ბოლო პერიოდში გვხვდება ისეთი კომპანიები, რომლებიც მშენებარე კორპუსში ბინების რეალიზაციას მასიურად ახდენენ და მათ შესაბამისი ნებართვა არ აქვთ.

 

„როდესაც პირი მშენებარე კორპუსში ბინის შეძენას გადაწყვეტს მან პირველ რიგში უნდა გაარკვიოს ამ კომპანიას მშენებლობის ნებართვა აქვს თუ არა და რა თქმა უნდა შემდგომში განვსაზღვროს მისი შეძენის საკითხი. ასევე ხომ არ აქვს რაიმე სახის შეზღუდვა, ყადაღა, საგადასახადო ვალდებულებები, ან იპოთეკა ეს რა თქმა უნდა ხელშემშლელი ფაქტორებია“, - განაცხადა დავით მუმლაძემ.

 

მუმლაძის თქმითვე, ბინის მყიდველებმა გარიგება იურისტის მეშვეობით უნდა დადონ, რათა მოტყუებულები არ აღმოჩნდნენ. ეს აუცილებლად ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა მოხდეს, რათა შემდგომ მათ გარკვეული სახის პრობლემები არ შეექმნათ.  


 

„ძირითად შემთვევაში ხელშკრულებები სწორედ მშენებლების ინტერესებზეა მორგებული.


სტანდარტულ შემთხვევებში ხელშეკრულება კომპანიების მიერ წინასწარ მზადდება და ხშირია შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხავი გარემოებებია მითითებული. ამას კი მყიდველი არ აკვირდება.


სამწუხაროდ არსებობს შემთხვევები როდესაც, შემძენებს ქონება საკუთრებაში მიღებული ჯერ კიდევ არ აქვთ მათ მოვუწოდებ, რომ უზრუნველყონ ეს პრობლემა დროულად, რადგან რისკი ყოველთვის არსებობს“, - აღნიშნა მუმლაძემ.


„კომერსანტი“




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები