LSD, რენტგენი, ინსულინი - 10 შემთხვევით გაკეთებული აღმოჩენა

LSD, რენტგენი, ინსულინი - 10 შემთხვევით გაკეთებული აღმოჩენა

access_time2018-04-14 20:00:36

ხშირად მეცნიერული აღმოჩენები ხდება მრავლწიანი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგი. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩენები მომხდარა სრულიად შემთხვევით, თანაც სულ სხვა დარგებში გამართული კვლევების დროს.

 

1.მიკროტალღური ღუმელი


ეს გამოგონება, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ცხოვრება, გაკეთდა შემთხვევით. იმის შესახებ, თუ როგორც დაებადა მიკროტალღური ღუმელის იდეა ინჟინერ პერსი სპენსერს,  დადის რამდენინე პოპულრული ლეგენდა. ერთი ვერსია ამბობს, რომ სპენსერი მუშაობდა მაგნიტური ველების გამომყოფ აპარატთან - მანგეტრონთან, როდესაც აღმოაჩინა, რომ მის ჯიბეში დადნა შოკოლადის ფილა.

მეორე ვერიის მიხედვით, სპენსერი აცხელებდა მაგნეტრონზე ბუტერბროდს და  სწორედ მაშინ მიხვდა,  რომ მიკროტალღების გამოყენება შეიძლება საჭმლის გაცხელების მიზნით. 1946 წელს მან მიიღო პატენტი, 1947 წელს კი გამოვიდა პირველი ღუმელი Radarange.  

დასაწყისში ეს იყო საკმაოდ დიდი და მოუხერხებელი მოწყობილობა, ფასიც იყო საკმაოდ მაღალი. მხოლოდ 60-იან წლებში დაიწყო საყოფაცხოვრებო  მიკროტალღური ღუმელების წარმოება იმ ფორმით, რომელსაც ჩვენ მიჩვეულები ვართ დღეს.

 

2. რენტგენი


1885 წელს გერმანელმა მეცნიერმა ვილჰელმ რენტგენმა პირველად დააფიქსირა ფოტოფირფიტების დაბნელება ერთ-ერთი სპექტრის სხივების ზემოქმედების ქვეშ.  ეს შემთხვევით მოხდა  - რენტგენი იკვლევდა ელექტრონული მუხტის მოქმედებას ვაკუუმში. ერთხელაც, გვიან საღამოს ის მიდიოდა სახლში, გათიშა შუქი  და სიბნელეში დაინახა, რომ ერთ-ერთი0~ ეკრანი, რომლის უკანაც იყო სხივების გამომშვები მილი, ანათებდა.

50  დღის მანძილზე მეცნიერი სწავლობდა ამ ფენომენს, და ერთხელ სრულიდ შემთხვევით სხივი მოხვდა მის ხელს, და მან დაინახა საკუთრი ძველის გამოსახულება ეკრანზე.

დღეს ჩვენ ვიცნობთ ამ სხივებს რენტგენის სხივების სახელით.

 

3. რადიოაქტიურობა


ფრანგი მეცნიერი ანრი ბეკერელი იკვლევდა იმ დროისთვის უკვე კაგრად ცნობილ რენტგენის სხივებს. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს მან დადო ფოტოფირფიტაზე ურანი, და რადმენიმე საათში გააჟღავნა ის -  აღმოჩნდა რომ ფირფიტა დაბნელდა სწორედ იმ ადგილებში,  სადაც იდო ურანი. ხანგძლივი კვლევების შედეგად ბეკერელმა აღმოაჩინა, რომ ასეთი თვისება გააჩნია მხოლოდ იმ ნივთიერებებს რომლებიც შეიცავს ურანს. ასე გაიგო კაცობრიობამ რადიოაქტიურობის შესახებ.


4. შაქრის შემცვლელი


1897 წელს კონსტანტინ ფალბერგი და აირა რემსენი მუშაობდნენ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში და სწავლობდნენ ბითუმის თვისებებს. ექსპერიმენტის დროს მათ შემთხვევით შექმნეს ძალიან ტკბილი ნივთიერბა - ორტო-სულფობენზიმიდი, რომელსაც ფალბერგმა დაარქვა სახარინი. პირველი ინფრომაცია ამ გამოგონების შესახებ გამოქვეყნდა ერთ-ერთ მეცნიერულ ჟურნალში 1880 წელს.1884 წელს ფალბერგმა ფაქტიურად მიითვისა ერთობლივი გამოგონება,  მიიღო პატენტი, და დაიწყო გერმნიაში შაქრის შემცვლელის მასობრივი წარმოება.

 


5. კარდიოსტიმულატორი


ამერიკელი უილსონ გრეიტბატი 1956 წელს ბუფალოს უნივესიტეტში ქმნიდა ხელსაწყოს, რომელიც ჩაიწერდა ცხოველების გულისცემას. ერთხელაც მან შეურეთა მოწყობილობას არსწორი რეზისტორი, და გაიგონა ხმა, რომელიც წააგავდა ადამიანის გულისცემას. დღეს ყოველწლიუდად ხდება 500 000 მეტი კარდიოსტიმულატორის იმპლანტირება.

 

6. LSD


შვეიცარიელი მეცნიერი ალბერტ ჰოფმანი 1983 წელს მუშაობდა ერთ-ერთ მჟავასათ, და მისი სინტეზირების პროცესში შემთხვევით გასინჯა ნივთიერბა, რომელსაც 1960 წლებში დაარქვეს LSD.  პრეპარატის მოქმედება დაიწყო მაშინ,  როდესაც მეცნიერი დაჯდა ველოსიპედზე და წავიდა სახლში. ის დღე, 19 აპრილი, დღემდე აღინიშნება იმ ნარკოტიკის მოყვარულების მიერ, როგორ „ველოსიპედისტის დღე“.

 

7. პლასტილინი


1844 წელს დაბადებული უილიამ ჰერბატი იყო მოქანდაკე და პედაგოგი მის მიერ გახსნილ ხელოვნებათა სკოლაში, ბრიტანეთის ქალაქ სომერსეტში.

სწავლების პროცესში ის იყენებდა თიხას, თუმცა ეს მასალა მალე შრებოდა, რის გამოც ბერვ სტუდენტს არ ყოფნიდა დრო დავალების შესასრულებლად. ამიტომაც მან დაიწყო ექსპერიმენტები სხვადასხვა მასალებთან, და აღმოაჩინა რომ ყველაზე კარგი თვისებები გააჩნია ცარცის, ვაზელინის, და სტეარინის მჟავას ნარევს. მან დაარქვა ამ რბილ და ელასტიურ ნივთიერებას პლასტილინი.

 

8. პენიცილინი


პენიცილინის აღმოჩენამ ითამაშა უდიდესი როლი იმაში, რომ დღეს ადამინები  ადვილად მკურნალობენ დაავადებებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აცარიელებდნენ არათუ ქვეყნებს, არამერ მთლიან კონტინენტებს. ეს არის ინგლისელი მეცნიერის ალექსანდრ ფლემინგის დამსახურება. ის მუშაობდა ლონდონის ერთ-ერთი საავადმყოფის ლაბორატორიაში, და იყო საკმაოდ მოუწესრიგებელი და ფეთხუმი.  

ერთხელ მან შემთხვევით დატოვა თავის სამუშაო ადგილზე გაურეცხავი თეფში ბაქტერიებით, რამდენიმე დღეში კი აღმოაჩინა სოკოვანი წარმონაქმნი. ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ამ წარმონაქმნის ირგვლის ყველა ბაქტერია იყო მკვდარი.  

ფლემინგმა შეისწავლა ობის მიერ გამოყოფილი ნივთიერება და დაარქვა მას პენიცილინი. 

მრავალი ექსპერიმენტების შედეგად მან აღმოაჩინა, რომ ნივთიერება კლავს ბაქტერიების სხვადასხვბა სახეობებს.

 

9. ვიაგრა


თავიდამნ ეს პრეპარატი შეიქმნა მაღალი  არტერიული წნევის მკურნალობისთვის. 

თუმცა კლინიკური ტესტირების დროს, მამაკაცები, რომლებიც ღებულობდენ ახალ პრეპარატს,  აღნიშნავდნენ მის გვერდით ეფექტს  - გადაჭარბებულ და ხანგძლივს სექუალურ აღზნებას. 

სწორედ ამის შემდეგ ვიაგრა გახდა მოგვიანებით მამაკაცების  სექსუალური პრობლემების მკურნალობის ერთ-ერთი საშულება.

წნევის მარეგულირებელი პრეპარატი ვიაგრა აღმოჩნდა სრულიად არაეფექტური, რის გამოც ექიმებმა მთლიანად გადაიტანეს აქცენტი სწორედ შემთხვევით აღმოჩენილ გვერდით ეფექტზე.

 

9. ინსულინი


1889 წელს გერმანელი ფიზიოლოგი ოსკარ მინკოვსკი ატარებდა ექსპერიმენტებს ქუჭქვეშა ჯირკვალის ფუნქიებთან დაკასვშირებით. ერთხელ მან ამოუღო ჯირკვალი ჯანმრთელ ძაღლს და რამდენიმე დღეში მიაქცია ყურადღება უცნაურ ფაქტს - ამ ძაღლის შარდი იზიდავდა ბუზებს. მასალის შესწავლის შემდეგ მინკოვსკიმ  აღმოაჩინა, რომ შარდრი შეიცავდა დიდი რაოდონებით შაქარს.

ეს იყო პირველი დაკვირვება, რომელმაც გამოავლინა კავშირი კუჭქვეშა ჯირკვალს და შაქრის დიაბეტს შორის.

ამის საფუძველზე კანადელმა მეცნიერებმა მაკლაუდმა და ბენტინგმა პრაქტიკულად  მოახდინეს ინსულინის გამოყოფა, რის გამოც 1923 წელს მიიღეს ნობელის პრემია.


10. ტეფლონი


ეს მასალა 1938 წელს შემთხვევით აღმოაჩინა ფირმა DuPont-ის ლაბორატორიის თნამშრომელმა როი პლანკეტმა. 

ის სწავლობდა ფრეონის თვისებებს და ერთხელ დიდი წნევის ქვეშ გაყინა ნივთიერება ტეტრაფტორეტილენი. შედეგად მან მიიღო ცვილის მსგავსი თეთრი ფხვნილი, რომელსაც აღმოაჩნდა არაჩვეულებრივი თვისებები.

2 წლის შედმეგ დაიწყო ახალი მასალის წარმოება და მსოფლიომ გაიცნო ტეფლონი.




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები