დავით მუმლაძე - „სამშენებლო სფეროში არსებულ მდგომარეობას მხოლოდ რეგულაცია ვერ შეცლის და შესაბამისი ბერკეტების ქონაა საჭირო“

დავით მუმლაძე - „სამშენებლო სფეროში არსებულ მდგომარეობას მხოლოდ რეგულაცია ვერ შეცლის და შესაბამისი ბერკეტების ქონაა საჭირო“

access_time2018-04-06 14:00:00

„ახალი სამშენებლო რეგულაციების მიზანი არი ის, რომ სამშენებლო პირობები მაქსიმალური ეფექტურობით იყოს უზრუნველყოფილი“, - ამის შესახებ, OK & CG -ის ადვოკატმა დავით მუმლაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ადვოკატის საათში“ საუბრისას განაცხადა.

 

როგორც მუმლაძე აცხადებს, ახალ სამშენებლო რეგულაციაში საკმაოდ ბევრი ნიუანსია გათვალისწინებული, რაც დეველოპერებმა უნდა დაიცვან. ადვოკატის თქმით, სამშენებლო კომპანიები დროთა განმავლობაში რეგულაციებს ფეხს უკეთ აუწყობენ.


მისივე თქმით, იმისათვის რომ სამშენებლო სფეროში ახალმა რეგულაციებმა თავი დაიმკვიდროს შემდგომ ეტაპზე მშენებლობების სწორი მონიტორინგია საჭირო, რადგან როდესაც დეველოპერები მშენებლობის ნებართვას მოიპოვებენ, შემდგომი ეტაპი მისი სრულყოფილად, პროექტის შესაბამისად განხორციელება უნდა იყოს.


„სამშენებლო სფეროში ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგულაციები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან გამკაცრებულია. მათ შორის რამდენიმე ნორმატიული აქტი იქნა შემუშავებული. ერთ-ერთი რომლის გამოყოფაც შეიძლება ეს ტექნიკური რეგლამენტია, რომელიც მშენებლობის უსაფრთხოების წესს განსაზღვრავს.


საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დადგენილება, რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა აქ დეველოპერებს შეღავათი მიეცათ. აღნიშნული რეგლამენტი დეველოპერებს ახალი რეგულაციების მიხედვით მშენებლობის წარმოებას არ უკრძალავდა სამშენებლო სფეროში რეგლამენტი დასახვეწია და ის დროთა განმავლობაში კიდევ შეიცვლება“, - განაცხადა  დავით მუმლაძემ.

 

ადვოკატის განცხადებით,  ქვეყანაში პროფესიონალი კადრების პრობლემაა და ეს დეველოპერებს ხელს უშლის. როგორც მუმლაძე აღნიშნავს,  სწორედ ამ მიზეზით ბევრი დეველოპერი ახალ სამშენებლო რეგულაციებს მოუმზადებელი დახვდა.


 

„ბოლო დროს ხშირი იყო შემთხვევა, რომ შენობებს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები არ გააჩნდა, ამიტომ კიდევ ერთი ნაწილი სწორედ ხანძარსაწინააღმდეგო საკითხებს შეიძლება ეხებოდეს.


სამშენებლო სფეროში არსებულ მდგომარეობას მხოლოდ რეგულაცია ვერ შეცლის.  ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის მხრიდან შესაბამისი ბერკეტების ქონაა საჭირო.


დადგენილება, რომელიც შემუშავებული იქნა დეველოპერების დიდი ნაწილი მას მოუმზადებელი დახვდა ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოში დღეის მდგომარეობით შესაბამისი კადრების ნაკლებობაა. მაგალითად დეველოპერებმა ექსპერტიზის დასკვნები უნდა წარადგინონ, რაც პროექტის შესაბამისობას განსსაზღვრავს დეველოპერებს ასეთი ადამინების ნახვა უჭირთ მათი რიცხვი მწირია“, - განაცხადა მუმლაძემ.

 

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები უკვე შევიდა. 



ცვლილებების შედეგად, ნებართვის მიღების პროცესშივე იქნება აუცილებელი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, იქ არსებული ხეების აღრიცხვა და გამწვანების ახალი გეგმის წარდგენა. 



ასევე, 4000 კვ/მ-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად დეველოპერებს საწყის ეტაპზევე დასჭირდებათ სატრანსპორტო კვლევისა და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენა. 



ამასთან, დეველოპერი ვალდებული იქნება განათავსოს საინფორმაციო დაფა, რომელიც უნდა მოიცავდეს სამშენებლო ობიექტზე გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველ ინფორმაციას. მათ შორის, გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღს; გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას.


(მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე); გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; შეთანხმებულ გამწვანების პროექტს, რომელიც უნდა იყოს ვიზუალურად გამოსახული მაკეტი ან/და ფოტომონტაჟი.



მთავრობის დადგენილების თანახმად, რეგულაციები 22 თებერვლიდან ამოქმედდა.


„კომერსანტი“

 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები