იციკ მოშე:„ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც შესაძლოა შექმნა ე.წ. „Success Story“

იციკ მოშე:„ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც შესაძლოა შექმნა ე.წ. „Success Story“

access_time2018-04-10 10:30:00

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე პრემიერის ახალ ინიციატივას აფასებს. საუბარია, არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეჟიმში დარეგისტრირებაზე. ინიცატივა საბანკო სისტემაში ანგარიშების გახსნის შესაძლებლობასაც  ითვალისწინებს.

 

იციკ მოშეს განცხადებით, ინიციატივა ნამდვილად მისასალმებელია, ვინაიდან რაც უფრო მეტად გავუმარტივებთ ინვესტორს ქართულ ბაზარზე შემოსვლას და შევამცირებთ ბიუროკრატიულ ბარიერებს, დაინტერესება საქართველოს მიმართ გაიზრდება.

 

მისი ინფორმაციით, რაც მთავარია განმტკიცდება საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთების სიმარტივით ერთერთი მოწინავე ქვეყნის იმიჯი.

 


„იმისათვის რომ ეს რეალურად აისახოს ინვესტიციების ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, აუცილებლად მიმაჩნია, მთავრობის, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სავაჭრო/ბიზნეს პალატების ერთობლივი აქტიური მუშაობა, თუნდაც საიმისოდ, რომ მსგავსმა ინციატივებმა დროულად მიაღწიოს საჭირო ადრესატებამდე“-აცხადებს მოშე.


 

კითხვაზე, დღეს მიმზიდველია თუ არა საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის და რა არის ის მთავარი პრობლემა/ბარიერი რასაც უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში აწყდებიან, იციკ მოშე განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სურვილი საქართველო იყოს ერთადერთი მიმართულება უცხოელი  ინვესტორებისთვის,საქართველო არ არის ერთადერთი და უალტერნატივო, საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანა.

 

იციკ მოშეს განცხადებით, ინვესტორს ყოველთვის უამრავი ალტერნატივა და შემოთავაზება აქვს,  სანამ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში გადაწყვეტდეს ფულის დაბანდებას. ამიტომაც, ყოველდღიური მუშაობაა საჭირო, ასევე არსებული პრობლემების გადაჭრაზე აქტიური ზრუნვა, რათა არსებული ინვესტორები შენარჩუნდნენ.

 

„პოტენციურ ინვესტორებს კი დავანახოთ, რომ საქართველო არის ის ქვეყენა, სადაც შესაძლოა შექმნა ე.წ. „Success Story“. ვფიქრობ, ძალიან რეზონანსული იქნებოდა ინიციატივა „ერთი ფანჯრის პრინციპის“ შესახებ, რაც გულისხმობს, რომ ინვესტორს ნებისმიერი კითხვისა თუ პრობლემის შემთხვევაში ეყოლება ერთი კონკრეტული საკონტაქტო პირი/უწყება, რომელიც ამავდროულად დაეხმარება სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან კომუნიკაციაში“-აცხადებს იციკ მოშე.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები