აკაკი ჩარგეიშვილი: „არალეგალური ვაჭრობა ოკუპირებულ აფხაზეთთან  მილიონობით ლარს აჭარბებს“

აკაკი ჩარგეიშვილი: „არალეგალური ვაჭრობა ოკუპირებულ აფხაზეთთან მილიონობით ლარს აჭარბებს“

access_time2018-04-10 09:50:00

„ეკონომიკურ-სოციალური ურთიერთობები ენგურის გამყოფ ხაზთან რეალურად არსებობს, თუმცა, ფარულად. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ  გამოვიდეთ ჩრდილოვანი ეკონომიკიდან და ვაჭრობა ლეგალური გახდეს. სამშვიდობო „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ შესაძლოა ამის საფუძველი გახდეს„-ასე აფასებს კონფლიქტების ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი, იურისტი და ეკონომისტი აკაკი ჩარგეიშვილი  მთავრობის მიერ რამდენიმე დღის წინ  გაჟღერებულ კონცეფციას, რომელიც გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ისახავს მიზნად.


 

ჩარგეიშვილის ინფორმაციით,რეალურად, ჩვენს ქვეყანაში სახელისუფლებო წრეების მიერ უფრო მეტი მხარდაჭერა  სოციალურ და შემწეობასთან დაკავშირებულ საკითხებს გააჩნია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში  კი,  საქმე ჩვენი ქვეყნის მდგრადობის საკითხთან გვაქვს.


 

მისი განცხადებით, ეს არის რეალური საშუალება არა სახელმწიფოებისათვის და პოლიტიკური მოღვაწეებისთვის, არამედ კონკრეტული ადამიანებისათვის კონკრეტული ურთიერთობების განხორციელებისათვის.


 

„მაგალითად, აფხაზეთში სკოლადამთავრებულ ახალგაზრდა აბიტურიენტს  ექნება შესაძლებლობა  ჩამოვიდეს საქართველოში და უმაღლეს სასწავლებელში სწავლა გააგრძელოს. ან გამოიაროს ჩვენს მიერ  კონტროლირებადი ტერიტორია და  ევროპაში განათლების მისაღებად წავიდეს. ამის გათვალისწინებით, კონფლიქტის პოზიტიურად გადაწყვეტის ძვრები იარსებებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ყველა ამ საკითხების  არსებითად სწორი ადმინისტრირება. მის სწორ განხორციელებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ეს არის ყველაზე  პრაგმატული და უშიშარი ნაბიჯი“-აცხადებს ჩარგეიშვილი.


 

მისივე განმარტებით, გარკვეული ეკონომიკურ-სოციალური ურთიერთობები ენგურის გამყოფ ხაზთან რეალურად არსებობს. ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ ამას ვერც დავმალავთ.



 

როგორც ჩარგეიშვილი აცხადებს, ტვირთბრუნვა ფარულად არსებობს  და ასევე არსებობს სტატიტიკა იმისა,თუ რა ჩრდილოვანი ეკონომიკაა ამ კონკრეტულ  ურთიერთობებში.  ამიტომ, მნიშნელოვანია, რომ  გამოვიდეთ ჩრდილოვანი ეკონომიკიდან და ვაჭრობა ლეგალური გახდეს.


 

კითხვაზე, რამდენად დიდია  ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს  დანარჩენ კონტროლირებად  ტერიტორიებს შორის არსებული ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი, ჩარგეიშვილი განმარტავს,რომ წელიწადში ეს ციფრი ათეულ  მილიონ ლარს აჭარბებს. თუ ეს მოექცევა ლეგალურ ჭრილში და ჩარჩოებში, რა თქმა უნდა,  ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება.


 

„რეალურად არსებობს სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები და არსებობს აღურიცხავი, ჩრდილოვანი ეკონომიკა. დღეს რეალურად ხდება ადამიანების გადაადგილება, პროდუქციის გადატანა-გადმოტანა. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია თხილი. როდესაც რუსეთის ბაზრებზე და სხვა, რუსეთთან დაკავშირებულ ბაზრებზე მისი ფასი უფრო მაღალია, ვიდრე საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოს მოსახლეობის საშუალებით ხდება თხილის გადადინება საზღვისპირა რეგიონიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე. როდესაც ევროპულ ბაზრებზე ფიქსირდება თხილის მაღალი ფასი, ასეთ შემთხვეავში აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოდის თხილი აქეთ და აქედან ხდება გადამუშავება და გადატანა. ეს არის ჩრდილოვანი, ეს არ ჩანს“-აცხადებს ჩარგეიშვილი.



მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე,  საინტერესოა თავად, აფხაზური მხარე რამდენად მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ხალხს ამ შეღავათებით სარგებლობის საშუალებას,თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი მხრიდან ეს ინსტრუმენტი იარსებებს.



„მაგალითად მინდა მოგიყვანოთ და პარალელი გავავლო იმასთან, როდესაც ესპანეთის, კატალონიის გუნდი ბარსელონა ჩამოსული იყო თბილისში და მათ აქ ევროპის ჩემპიონთა სუპერთასის მატჩი ჰქონდათ,  იმ პერიოდში აფხაზი ახალგაზრდები, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოვიდნენ და თამაშს დაესწრნენ. შემდგომში, როდესაც ისინი დაბრუნდნენ  აფხაზეთში, იქაური მთავრობის მხრიდან მათ მიმართ დიდი ზეწოლა დაიწყო.  როგორც ინფორმაცია მაქვს, საქმე დაჭერამდეც მივიდა.  ოკუპირებულ აფხაზეთში  დღეს მორალურად დაშვებულია ის, რომ სხვადასხვა ღონისძიებების გამო ოკუპირებული ტერიტორიებიდან არაოკუპირებული ტერიტორებზე გადაადგილება არსებობს. მათთვის ეს ცნობილია. თუმცა, რა წინააღმდეგობაც არ უნდა გაუწიონ თავიანთ მოსახლეობას, ეს საზოგადოებრივი ტალღა რომელიც მოედინება უფრო მეტად საქართველოსკენ, ვიდრე რუსეთის მიმართ,მატულობს. ამის შეკავება  „აფხახეთის დეფაქტო ხელისუფლებას“  ძალიან გაუჭირდება“-აცხადებს ჩარგეიშვილი.



კითხვაზე, არსებობს თუ არა ამ გადაწყვეტილებაში გარკვეული რისკები, ჩარგეიშვილი განმარტავს, რომ ეს მინიმიზირებულია, რადგან ამ შემთხვევაში საუბარი არ არის რკინიგზის,სატრანსპორტო დერეფნის,საზღვაო სივრცის გახსნაზე. შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხით ამ პარამეტრებს ეს არ ეხება. ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ ეს  სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების სამართლებრივი მექანიზმებით წახალისებაა.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები