კარასინი საქართველოს გადაწყვეტილებით „განცვიფრებულია“

კარასინი საქართველოს გადაწყვეტილებით „განცვიფრებულია“

access_time2018-04-05 13:51:59

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებას გამოეხმაურა. კარასინი ამბობს, რომ მოსკოვისთვის საქართველოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

 

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება დასავლეთის ქვეყნების, პირველ რიგში კი შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ზეწოლის შედეგად მიიღო. ჩვენ ეს ამბავი იმედგაცრუების გრძნობით მივიღეთ“, - განაცხადა კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს, გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. რუს დიპლომატს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად მიცემული ერთკვირიანი ვადა დღეს ეწურება.


 

შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციის თანამშრომლის გაძევების ეს ნაბიჯი დიდი ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად გადაიდგა და ამით ქვეყანა შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილის ერთიან პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის მოქალაქეების მასობრივი გაძევება საერთაშორისო თამეგობრობამ მას შემდეგ დაიწყო,რაც რუსეთს დაეკისრა ბრალი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი 33 წლის შვილის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის ფაქტის გამო.

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები