„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“  საქმიანობის პერიოდში ტყიბულის მაღაროებში დაახლოებით 20 ადამიანამდეა დაღუპული

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ საქმიანობის პერიოდში ტყიბულის მაღაროებში დაახლოებით 20 ადამიანამდეა დაღუპული

access_time2018-04-05 11:49:15

როგორც „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს მას შემდეგ, რაც 2006 წლიდან ტყიბულში „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მუშოაბს ჯამში დაახლოებით 20 ადამიანამდეა დაღუპული. მათივე თქმით, შემთხვევების მიზეზი სხვადასხვაგვარი იყო, თუმცა არცერთი ასეთი შემთხვევის დროს კომპანიის პასუხისმგებლობა დღის წერიგში არ დამდგარა.

 

„დღევანდელი ფაქტის მიზეზი სამთო დარტყა გახდა, რაც გახლავთ ბუნებრივი პროცესი და არ უკავშირდება უსაფრთხოების ნორმებს. შესაბამისი სამსახურები, ეკონომიკის სამინისტრო და შსს მუშოაბს ადგილზე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური გამოძიება“,-აცხადებენ კომპანიაში.

 

შეგახსენებთ,  5 აპრილს, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა,“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რამაც კაპიტალურ გვირაბებში მყოფი ექვსი თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო სამი ადამიანი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილთა ამოყვანის სამუშაოები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა. 


 

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ („ჯი–აი–ჯი“) საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს, როგორც მსხვილი დამსაქმებელი 4000-მდე თანამშრომლით და როგორც ერთ-ერთი უდიდესი  ბიზნეს კომპანია - კომბინირებული წლიური გაყიდვებიდან მიღებული 160 მლნ აშშ დოლარის შემოსავლებით.GIG საქართველოში ერთადერთი ნახშირის მფლობელი და მწარმოებელი კომპანიაა. არსებული ლიცენზიით კომპანია ტყიბულის ქვანახშირის მარაგის 331 მ ტონაზე მეტ ქვანახშირს ფლობს, რომლის წლიური წარმადობაც 2020 წლისთვის 1 მ ტონამდე გაიზრდება“,- ნათქვამია კოპმანიის ოფიციალური ვებ-გვერდზე.


ავტორი : სალომე ლემონჯავა



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები