ბოინგი 737-800 და კონკურენტული ფასები - ქართული „Myway Airlines აშშ-ს საავიაციო სააგენტოს ნებართვას ელოდება

ბოინგი 737-800 და კონკურენტული ფასები - ქართული „Myway Airlines აშშ-ს საავიაციო სააგენტოს ნებართვას ელოდება

access_time2018-04-05 09:50:00

ახალი ქართული ავიაკომპანია „Myway Airlines“, რომელიც სულ რამდენიმე თვეა რაც ბაზარზე ოპერირებს,  ამერიკაში პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას გეგმავს. როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა „კომერსანტს“ განუცხადა, პირდაპირი ჩარტერული რეისები სავარაუდოდ 2-3 წელში განხორციელდება. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, პირველ ეტაპზე კომპანია კონკურენტებთან შედარებით ბაზარზე დაბალი ფასებით შემოვა.

 

„აქ საკითხია მოსაგვარებელი, ერთი მხრივ ის, რომ ამერიკაში ფრენების განსახორციელებლად გვჭირდება ბოინგ 737-800, რომელსაც სავარაუდოდ 2019 წლის ბოლოს შევიძენთ. მეორე ეტაპია ამერიკის ფედერალური საავიაციო სააგენტოს ნებართვა ფრენებზე, რასაც ასევე გარკვეული დრო სჭირდება. საბოლოო,  ჯამში, ოპტიმალურ ვარიანტში ვფიქრობთ, პირდაპირი რეგულარული ფრენები დაახლოებით 2-3 წელში განხორციელდება“,- განმარტავს იგორ აფციაური.

 

მისივე თქმით, პირველი მიმართულება  სავარაუდოდ ნიუ-იორკი იქნება, რასაც უკვე შემდგომ სხვა ქალაქები დაემატება.

 


„ყველაზე მოთხოვნადი ნიუ-იორკია და სავარაუდოდ სწორედ მისით დავიწყებთ. რაც შეეხება ფასებს, მოგეხსენებათ ამერიკის მიმართულებით ფრენებს ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც ახორციელებენ, მათ შორის აზერბაიჯანიც. იმისათვის, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, პირველ ეტაპზე  მომხმარებელს უფრო დაბალ ფასებს შევთავაზებთ. ზოგადად ჩვენი ავიაკომპანიის ფასები  არის საშუალო. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ გვსურს საქართველო ვაქციოთ რეგიონულ ტრანზიტულ ჰაბად, რის მიღწევაც ეროვნული ნაციონალური ავიაკომპანიის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ, როგორც ქართული ავიაკომპანია სწორედ ამის ამბიცია გვაქვს“,- განმარტავს აფციაური.

 

ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ My Way Airlines-მა დაიწყო, რომელმაც პირველი ჩარტერული რეისი თბილისი-თეირანის მიმართულებით შეასრულა.  ცნობილია, რომ რეისები ეტაპობრივად 10 მიმართულებით განხორციელდება, რასაც მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ევროპის ქვეყნებიც დაემატება.

 

ავტორი: სალომე ლემონჯავა

 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები