პუტინის საგარეო პოლიტიკა არჩევნების შემდეგ - რას უნდა ელოდოს თბილისი?

პუტინის საგარეო პოლიტიკა არჩევნების შემდეგ - რას უნდა ელოდოს თბილისი?

access_time2018-04-03 12:45:43

ვლადიმირ პტინის პრეზიდენტობის მეოთხე ვადა დიპლომატიური კრიზისით დაიწყო. ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთმა მოსკოვს ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის ნერვული აგენტით მოწამვლაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც ლონდონთან სოლიდარობის ნიშნად დასავლეთის ქვეყნებმა, ჯამში, 140 რუსი დიპლომატი გააძევეს. პასუხად მოსკოვმა ამერიკის საელჩოს 60 თანამშრომელს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა და სანქტ-პეტერბურგში შეერთებული შტატების საკონსულო დახურა.

 

ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. დასავლეთის ერთიანმა პასუხმა მოსკოვი იზოლაციაში მოაქცია.

 

ვაშინგტონში გერმანიის მარშალის ფონდში ისაუბრეს იმაზე, თუ რა იქნება მოსკოვის საპასუხო ნაბიჯი დასავლეთის უპრეცედენტო ერთიან ქმედებაზე და გააგრძელებს თუ არა პუტინი აგრესიულ პოლიტიკას რუსეთის სამეზობლოსა და მის მიღმა მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში.

 

სტივენ კაილი, გერმანიის მარშალის ფონდიდან ფიქრობს, რომ მომავალი ექვი წლის მანძილზე ჩვენ ვიხილავთ რუსეთს, რომელიც არსებული საერთაშრისო წყობის წესების წინააღმდეგ წასვლით, გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლას ეცდება.

 

იმაზე თუ რა გავლენა ექნება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას ამერიკის პოლიტიკაზე საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით, კაილი ამბობს, რომ ვაშინგტონის მხრიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები იმედისმომცემია.

 

„გასულ წელს, ჩვენ ამ მხრივ გადადგუმული ნაბიჯები ვიხილეთ. უკრაინამ და საქართველომ ჯაველინების მიღებაზე თანხმობა მიიღეს. თანამშრომლობა გაღრმავდა. სად მივალთ, საბოლოო ჯამში, ღია კითხვაა. თუმცა ამერიკა ამ ქვეყნებს ხედავს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორებს", - ამბობს​ კაილი.



​მიმომხილველები ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის მოცემულობა არ შეიცვლება. თუმცა, ასევე მიაჩნიათ, რომ თბილისმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს დასავლეთთან, რათა მოსკოვმა არ ჩათვალოს, რომ მას შეუძლია დასავლეთის მოდუნებული ყურადღებით ისარგებლოს.

 

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარმა ანა ბორჩევსკაიამ აღნიშნა, რომ დღეს საქართველოზე ნაკლებს საუბრობენ ვიდრე უკრაინაზე. თუ დასავლეთი ყურადღებას მოადუნებს, შესაძლოა პუტინმა საქართველოში პროვოკაციული ნაბიჯები გადადგას „მშვიდობისმყოფელის" ნიღბით.

 

„საინტეროსოა, რომ საქართველოზე იმდენს არ ვსაუბრობთ, რამდენსაც უკრაინაზე. უკრაინისთვის ლეთალური იარაღის მიცემა იყო დებატების საგანი, თუმცა ამის პარალელურად საქართველოს განხილვა არ ხდება. თუ დასავლეთი ყურადღებას მოადუნებს, შესაძლოა პუტინმა [საქართველოში] რაიმეს გაკეთება სცადოს, „მშვიდობისმყოფელის" ნიღბით... პუტინი თავის მხრივ ეცდება, სადაც შეუძლია, ზეწოლა განახორციელოს და მოახდინოს სიტუაციის ეკალაცია. თუმცა, ეს არაა მთავარი. მთავარია როგორ უპასუხებს მას დასავლეთი, გაუწევს თუ არა დასავლეთი მეტ წინააღმდეგობას პუტინს", - თქვა ბორჩევსკაიამ.

 

ტაფტის უნივერსიტეტის პროფესორ კრის მილერს კი მიაჩნია, რომ რუსეთის გავლენა რეგიონში უკანასკნელი 25 წლის მანძილზე რეალურად შემცირდა და დღეს მოსკოვი საკუთარი მიზნების მოღწევის გზაზე დაბრკოლებებს აწყდება.

 

„რუსეთისთვის ხელსაყრელია ისეთი სიტუაცია საქართველოში და მის მიღმა, როცა მას აქვს სრული გავლენა და შეუძლია საკუთარი ინტერესების გატარება. დღეს, ვფიქრობ, ამისგან შორს ვართ და პირიქით, რუსეთის გავლენის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთება. საქართველოს ბევრი საერთაშორისო პარტნიორი ყავს, არამხოლოდ ევროკავშირი და ამერიკა, არამედ ჩინეთიც. ამიტომ რუსეთს საქართველოში გავლენის მოპოვებისთვის უფრო მეტი წინაღობასთან და შეჯიბრთან უწევს გამკლავება, ვიდრე ეს ტრადიციულად იყო... პუტინი შეეცდება გაზარდოს გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, მათ შორის, კავკასიის რეგიონში, თუმცა მისი რესურსები მცირდება. რუსეთს დიდი ხანია ეკონომიკური პრობლემები აქვს. დასავლეთი კი გასაკვირად ერთიანია მიუხედავად რუსეთის ქმედებებისას", - თქვა მან.

 

თუმცა მილერს მიაჩნია, რომ რუსეთი არ დათმობს საკუთარი ინტერესებს. მისი თქმით, მომავალი ექვსი წელი „პუტინი შეეცდება გაზარდოს საკუთარი გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, მათ შორის, კავკასიის რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ მისი რესურსები მცირდება".

 

მოსკოვმა დასავლეთის დიპლომატიურ შეტევას საპასუხო და იდენტური ნაბიჯით უპასუხა. ამ ფონზე, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დასავლეთის ერთიანობა და მტკიცე პოზიცია აღმოსავლეთ ევროპაში და საერთაშორისო არენაზე მოსკოვის ამბიციების შეკავებისვის საუკეთესო ფორმულაა.

 

„ამერიკის ხმა“

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები