„გირჩის მოპოვების ბაზარზე  მონოპოლია“ – Fair Tree-ის ბრალდებები კომპანია „Jadvari Abies“-ს

„გირჩის მოპოვების ბაზარზე მონოპოლია“ – Fair Tree-ის ბრალდებები კომპანია „Jadvari Abies“-ს

access_time2018-04-03 09:00:00

„კომპანია „Jadvari Abies“ იგივე „levinsen abies“ არის პირდაპირი მონოპოლისტი, რომელიც ხელს უშლის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას და სხვა ბიზნესების წარმატებით ოპერირებას. ასეთი რამ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. ის აერთიანებს ბევრ შპს-ს და  მაშინ, როცა ჩვენ მაგალითად, მოვიპოვებთ დაახლოებით 10 ტონამდე პროდუქციას, „Jadvari Abies“ ექსპორტზე გააქვს 200 ტონამდე. არადა სულ 12 კომპანიაა და ჯამში, ყველა ერთად ალბათ 300 ტონამდე პროდუქციას ვაწარმოებთ. ამ  ციფრებიდანაც კარდაც ჩანს მონოპოლისტური ბაზრის სპეციფიკა“,- ასე აფასებს დღეს რაჭაში გირჩების მოპოვების ბაზარზე არსებულ ვითარებას შპს Fair Tree-ის წარმომადგენელი ჟანა ბაბუნაშვილი.


მისივე თქმით, ამბროლაურის რაიონის სატყეო უბნებში გირჩის მოპოვების ლიცენზიას სულ 12 კომპანია ფლობს და თითოეული მათგანი ცალკ-ცალკე   კიდევ რამდენიმე შპს-ს აერთიანებს, ჯამში კი მათი რაოდენობა დაახლოებით 50-ია. 3 ლიცენზიას ფლობს შპს „Fair Tree“-ც, სადაც თავად ჟანა ბაბუნაშვილი მუაშობს, თუმცა როგორც მან „კომერსანტთან“ აღნიშნა შესაბამისი დოკუმენტები ნათლად აჩვენებს იმ ფაქტს, რამდენად ბევრი შპს-ა გაერთიანებული კომპანია „Jadvari Abies“-ს ირგვლივ.


„კომპანია„Jadvari Abies“ აერთიანდებს იმდენ შპს-ს, რომ  ფაქტობრივად ფლობს მთელი რაჭის ტყეს. სწორედ ეს დისბალანსი წარმოშობს მონოპოლიას და ამას არავინ აკონტროლებს. თანაც, ცალკე პრობლემაა კონტროლის მექანიზმის არარსებობა. მაგალითად, მე რომ ვთქვა 5 ტონამდე გირჩი მაქვს მოკრეფილი და გადავიხადო  შესაბამისი რაოდენობის მოსაკრებელი, არავინ გამაკონტროლებს რეალურად ამდენი მოვკრიფე თუ გაცილებით მეტი. ჩვენი კომპანია კეთილსინდისიერად მუშაობს, მაგრამ კონტროლის მექანიზმის არარსებობის გამო შესაძლოა სხვები სუფთები არ იყვნენ“,- განმარტავს ბაბუნაშვილი.


როგორც ჟანა ბაბუნაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა ცალკე საკითხია თავად სახელმწიფოს დამოკიდებულება. მისი თქმით, დღეს ადგილობრივ ბიუჯეტში არამერქნული რესურსების მოსაკრებელიდან (ერთი კილო 60 თეთრი ღირს) ყოველი სექტემბრის თვეში შედის 10 ათას ევრომდე. პარალელურად კი გირჩი იკრიფება ადამიანებისგან, რომლებიც ამ მოსაკრებელს საერთოდ არ იხდიან, რაც ისევ ბიუჯეტს აზარალებს.


„წესით სახელმწიფო ბიუჯეტში გაცილებით მეტი ფული უნდა შედიოდეს, ყველამ რომ გადაიხადოს საშემოსავლო. ამასთან, არ არსებობს კანონი, რომელიც გლეხს აუკრძალავს სხვის ლიცენზირებულ კვარტალში ა გირჩის მოპოვებას. ასევე სახელმწიფო არ მავალდებულებს დაქირავებულს გავუფორმო ხელშეკრულება და ამ გზით გადავუხადო თანხა, რათა მერე საშემოსავლოს 20 % ისევ სახელწმიფოს დაუბრუნდეს. სხვები ასეთი კონტრაქტების გარეშე ოპერირებენ და შესაბამისად ეს ყველაფერი აზიანებს დაქირავებული მუშაკის შრომის უფლებებსა თუ უსაფრთხოებას. ასეთი მოპოლისტური ბაზრის არსებობითა და უკონტროლო ვითარებით, საბოლოო ჯამში რეპუტაცია გვიფუჭდება ევროპის ბაზარზე“,- განმარტავს ბაბუნაშვილი.



ჟანა ბაბუნაშვილის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს თავად „კომპანია „Jadvari Abies“-ის დირექტორი ლევან დოლიძე. მისი თქმით, 12-ვე კომპანია რამდენიმე ლიცენზიას ფლობს და ამიტომ თანაბარ უფლებებში ოპერირებენ. ლევან დოლიძე ბაბუნაშვილს არ ეთანხმება არც შესაბამისი კონტროლის მექანიზმების არარსებობაში, რაც ბიზნესს ხელს უშლის.


„არ ვეთანხმები ჟანა ბაბუნაშვილს არცერთი მიმართულებით. კონტროლის მექანიზმებს რაც შეეხება, ამასაც ჩვენი მისამართით ამბობს და ესეც არასწორია. ჩვენ გვაქვს ღია აღრიცხვის სისტემა, რომლითაც გამჭირვალე თანამშრომლობა გვაქვს პარტნიორებთან. ვისაც უნდა ნახოს და შეამოწმოს. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას ვიღაცაზე მეტი რაოდენობის პროდუქცია გააქვს ექპორტზე, აქ  უკონტროლობა და რაიმე ხელოვნური ბარიერი კი არა, იქნებ სხვა მიზეზია?! ყველანი თანაბარ უფლებებში ვოპერირებთ,“-განმარტავს დოლიძე.


მონოპოლისტურია თუ არა ბაზარი, ამის შესახებ დაზუსტებით საუბარი უჭირს ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასლან საგანელიძეს.


„წინა წლებში, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ადგილობრივი მოსახლეოობა სტრიქიურად  კრეფდა გირჩებს და რელიზებასაც ახდენდა. ეს საკითხი მეტნაკლებად დღეს დარეგულირებულია, თუმცა პრობლემა იმაშია, გირჩების მოპოვების 10 წლიანი ლიცენზია ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს გასცა. ასე რომ მონოპოლია არის თუ არა, ფაქტია ეს მოცემულობა 2019 წლამდე გაგრძელდება“,-განამრტავს საგანელიძე.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გასარკვევად „კომერსანტმა“ შესაბამისი კითხვები უკვე გაუგზავნა ეროვნულ სატყეო სააგენტოს. ვაგრძელებთ თემაზე მუშაობას და პასუხების მიღების შემთხვევაში დამატებით  ინფორმაციას მოგაწვდით.


ავტორი : სალომე ლემონჯავა

 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები