ეკონომიკის სამინისტროს კვლევის შედეგები -პროფესიული განათლება ადგილობრივი ბაზრის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება

ეკონომიკის სამინისტროს კვლევის შედეგები -პროფესიული განათლება ადგილობრივი ბაზრის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება

access_time2018-04-02 14:00:02

2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ვაკანსიების სიმრავლით გამოირჩევა ვაჭრობის (38.5%), გადამამუშავებელი მრეწველობის (13.2%), ჯანდაცვის (8.3%), მშენებლობისა (7.2%) და ტურიზმის სფეროს სექტორები (1.9%), რაც იმას ნიშნვას რომ პროფესიული განათლება ქვეყანაში ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა.  ამის პარალელურად  ვაკანსიების შევსების სირთულის ძირითად მიზეზად საწარმოები  შრომის ბაზარზე შესაბამისი კვალიფიკაციისა (33.2%) და გამოცდილების (25.5%) მქონე ადამიანების სიმცირეს ასახელებენ.


 ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცლებულ “უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკურ კვლევაში” ვაკანსიების შევსებისას პრობლემები დაფიქსირდა „თეთრსაყელოიან” და  „ლურჯსაყელოიან“ სამუშაო ძალაზე. აღნიშნული მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მეცნიერების, წარმოების, მომსახურების, ვაჭრობის, ოფისის, ხელოვნების, გართობისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები. 


გარდა იმისა, რომ ბაზარზე საკმაოდ დეფიციტურია მეცნიერების სფეროს სპეციალისტ-პროფესიონალები, კვლევის  მიხედვით საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს საკვები პროდუქტების მწარმოებლებისა და მონათესავე პროფესიების წარმომადგენელთა (17.8%) მოძიებაც. დეფიციტურია  სამრეწველო დანადგარების ოპერატორებისა და მონათესავე პროფესიების მუშაკების (4%) რაოდენობაც. ვაკანსიების შევსებისას ასევე პრობლემურია შემდეგი პროფესიული ჯგუფების მოძიება: მომსახურების სფეროსა და სავაჭრო დაწესებულებების მომსახურე პერსონალი, კერძოდ ინდივიდუალური მომსახურებისა და დაცვის სამსახურის მუშაკები (5.3%), ასევე მოდელები, გამყიდველები და საქონლის დემონსტრატორები (3.1%) .



კვლევაში აღნიშნულია, რომ საწარმოების მიერ  პროფესიული განათლების მქონე ადამიანების დასაქმების ხვედრითი წილი არც ისე მაღალია და საკმაოდ დაბალია უშუალოდ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თამაშრომლობაც. მიუხედავად არსებული ვითარებისა, კერძო სექტორის უმრავლესობა  43.6% (42,091 საწარმო) მიიჩნევს, რომ , პროფესიული განათლება უნდა იყოს სახელმწიფოსათვის ინვესტიციების ჩადების პრიორიტეტული მიმართულება.


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკა მიქაბაძე „კომერსანტთან“  განმარტავს აღნიშნულ კვლევაზე დაყრნობით სახელწმიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიება სხვადასხვა მიმართულებით მეტად ეფექტური იქნება. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი სწორედ პროფესიული განათლებაა.


„ჩვენ აქამდეც აქტიურად ვმუშაობდით პროფესიული განათლების მიმართულებით, თუმცა კვლევამ აჩვენა რომ ეს საკმარისი არ არის. ფაქტია, დღეს ბაზარზე არის მოთხოვნა აღნიშნულ მიმართულებაზე, თუმცა სამწუხაროდ იგივე ე.წ. ლურჯსაყელოიანი კადრების ნაკლებობას განცდის ბაზარი. ანუ საჭიროა მეტი პროფესიონალი კადრი. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა პროფესიული განათლების მნიშვნელობა და ამიტომაც ის ნაკლებ პოპულარულია. ინფორმირებულობის დონე საკმაოდ დაბალია, რაც ასევე გამოსასწორებელია. კვლევის შედეგად ჩვენ ზუსტად ვიცით რა პრობლემები და გამოწვევებია ბაზარზე, ამიტომ ამ სირთულეების დასაძლევად განხორციელებული ღონისძიებებიც იქნება მეტად ეფექტიანი და ქმედითი“,-განმარტავს ეკა მიქაბაძე.

 

ავტორი : სალომე ლემონჯავა



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები