მთავრობა ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს,გახდება თუ არა ის ჰესების ალტერნატივა,როგორია ევროპული გამოცდილება

მთავრობა ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს,გახდება თუ არა ის ჰესების ალტერნატივა,როგორია ევროპული გამოცდილება

access_time2018-04-02 10:30:44

რა მნიშვნელობა აქვს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოს ეკონომიკისთვის? შესაძლებელია თუ არა ჰესების აშენების გარეშე ეკონომიკის ზრდა და რა პოტენციალი აქვს საქართველოს ენერგოეფეტურობის თვალსაზრისით ? „კომერსანტი“ ამ და სხვა დეტალების გასარკვევად ორი მხარის პოზიციას გაეცნო. ერთი მხრივ, ენერგეტიკის სამინისტრო და მეორე მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“.


როგორც ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი დავით შარიქაძე „კომერსანტთან’“ განმარტავს, ელექტროენერგიის გარეშე ზოგადად წარმოება ვერ განვითარდება. მისი თქმით, ცალკეულ ქვეყნებს სხვადახვა რესურსი აქვთ, საქართველოს შემთხვევაში კი დიდი პოტენციალი ჰიდროელექტრო სადგურებშია.


„ენერგეტიკა ეს არის ეკონომიკის ხერხემალი და ელექტროენერგიის წარმოება უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას, რათა იყოს რეზერვი  და ახალ-ახალი სიმძლავრეები მოხმარების კუთხით დაკმაყოფილდეს. ზოგადად ელექტროენერგიის გარეშე საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია. ჩვენ გვაქვს ჰიდრორესურსი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ.  ამიტომაც, ეკონომიკის ზრდას ჰესების აშენების გარეშე ვერ მივაღწევთ“,-განმარტავს შარიქაძე.


მისივე თქმით, ჰესების აშენება რომ აუცილებლია, ამას ადასტურებს ევროპაში არსებული ვითარებაც.  როგორც დავით შარიქაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მაგალითად შვეიცარიაში ჰიდრორესურსების 80 % ათვისებულია, თითქმის იგივე მაჩვენებელია ნორვეგიაში, იტალიასა და ავსტრიაშიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის მიერ საკუთარი  ჰიდრო რესურსის გამოყენების აუცილებლობას.


„კომერსანტი“ დაინტერესდა ქვეყანაში  ენერგოეფექტურობის განვითარების პერსპექტივითაც და როგორც ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, ამ კუთხითაც შესაძლებელია განვითარება.



„რა თქმა უნდა, ენერგოეფექტურობის ათვისებაც მნიშვნელოვანია და ჰესების აშენების პარალელურად ამასაც უნდა მივხედოთ. სწორედ ამიტომ, ევროკავშირთან ერთად ჩვენ შევიმუშავებთ დოკუმენტს, ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმას, რომელიც უახლოეს მომავალში სამთავრობო დონეზეც განიხილება და დამტკიცდება. დოკუმენტში ხაზგასმულია როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი პროგრამა. ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, მაგალითად შესაძლებელია ეკონომიური ნათურების, საყოფაცხოვრებო მოწყობილობების განვითარება და ა.შ. ეს ყველაფერი ერთად არის ეკონომიკის ზრდის გარანტორი“,- განმარტავს შარიქაძე.


საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწავნე ალტერნატივის“ წარმომადგენელს დავით ჭიპაშვილს, რომელმაც ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. რაც შეეხება დოკუმენტს ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის შესახებ, დავით ჭიპაშვილს ეჭვი მის ვალიდურობაშიც ეპარება.


„ეს დოკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა დღევანდელი მოვლენების ფონზე საეჭვოა მას რაიმე ღირებულება გააჩნდეს. რაც შეეხება ზოგადად ჰესების აშენებას და მის  მნიშვნელობას ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით, აქ საერთოდ გაუგებარია მთავრობის დამოკიდებულება. ჩვენ ვაშენებთ ჰესებს მაშინ, როცა იგივე  ევროკავშირის ქვეყნებში მშპ იზრდება ენერგომოხმარების კლების პარალელურად. ეს კი ენერგოეფექტურობის ზრდის შედეგია. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ნორვეგიაში, შვეიცარიაში და იტალიაში ჰიდრორესურები ათვისბეულია, ეს 1990 წლამდე მოხდა, როცა გარემოზე ზიანის მიყენების თვალსაზრისით საზოგადოების ცნობიერება იყო დაბალი. ამ ყველაფრის გამო, ის არგუმენტი, რომ ჰესების აშენება არის ეკონომიკის ზრდის გარანტორი, არის მითი“,-განმარტავს ჭიპაშვილი.  


მისივე თქმით, საქართველოს  ენერგეტიკის 80 პროცენტი არის ჰიდრორესურსები, რის გამოც  ზამთარში ქვეყანა ენერგიის დეფიციტს განიცდის. კერძოდ, ზამთრის პერიოდში მდინარეებში არის წყალმცირობა, ხოლო დანარჩენ სეზონზე წყალუხვობა. როგორც დავით ჭიპაშვილი განმარტავს ყველაზე საჭირო დროს ქვეყანას ენერგიის პრობლემა ექმნება, რაც პარადოქსია.


„მაშინ, როცა ზამთარში გვჭირდება მეტი ენერგია, გვექმნება პრობლემა და ასეთ დროს ისევ საუბარია ენერგეტიკის განვითარებაზე. იქნებ გამოსავალი განახლებად ენერგიებშია?! ვგულისხმობ ქარისა და მზის ენერგიებს. ამიტომ საკითხის სიღმისეული შესწავლის გარეშე ასე ქაოტურად ჰესების აშენება  არის არასწორი. ამასთან, ჩვენ გვაქვს ცენრალიზებული ენერგოსისტემა, ანუ ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგურის ელექტროენერგია უკავშირდება ცენტრალურ სისტემას, რაც წარმოშობს დანაკარგებს და ენერგიის არაეფეტურ მოხმარებას. მსგავსი მიდგომა საბჭოური გადმონაშთია და უნდა მოხდეს მისი დეცენტრალიზაცია. საერთოდ, არავინ საუბრობს რა ფასი გვიჯდება ჩვენ ამ ჰიდროპოტენციალის ათვისება, მართლაც არის ეს იაფიი ენერგიის წყარო თუ არა?!  იქნებ მზისა და ქარის ენერგია ბევრად უფრო იაფი დაჯდებობდა?! სანამ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, მანამდე ყველაფერი საეჭვოა“,-განმარტავს ჭიპაშვილი.



ავტორი : სალომე ლემონჯავა

 

 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები