“დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თავის ხმამაღალ სიტყვას იტყვის“

“დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თავის ხმამაღალ სიტყვას იტყვის“

access_time2018-03-31 16:15:32

დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თავის ხმამაღალ სიტყვას იტყვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

პრემიერმა  მცხეთაში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას ქვეყნის მომავალზე ისაუბრა.

“ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” თავის ხმამაღალ სიტყვას ამ არჩევნებშიც იტყვის. რა თქმა უნდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უმნიშვნელოვანესი იქნება იმ წარმატების გასამყარებლად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა და რომელსაც საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების ღირებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.


“დღეს გახლავთ ის დღე, როდესაც 18 წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის სრულიად ახალი ტრაექტორია განსაზღვრა. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხლ მოვიგონო ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე და გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ეკონომიკური სიძლიერე კიდევ უფრო განმტკიცდება. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ამაში ძალიან დიდია თითოეული იმ ადამიანის როლი, რომელიც ამ დარბაზში და არა მხოლოდ აქ იმყოფება, იმ გულანთებული აქტივისტებისა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების წარმატებას აშენებენ. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ადამიანს აქვს რწმენა, რომ ეს ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ის ადამიანები შევარჩიოთ, რომლებიც იქნებიან ლიდერები ადგილზე და ყველაზე კარგად მოიტანენ რეგიონის ხმას პარტიის ცენტრალურ ორგანოებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, რომლის გაძლიერებაც რაიონებიდან, რეგიონებიდან იწყება და დღეს აქ სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ“, - აღნიშნა პრემიერმა.


ავტორი: ipn




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები