„ბაბუა-ბებია რასაც გვასწავლიდნენ იმას ისედაც ვაკეთებთ,ამიტომაც ვართ 80%-იან იმპორტზე”

„ბაბუა-ბებია რასაც გვასწავლიდნენ იმას ისედაც ვაკეთებთ,ამიტომაც ვართ 80%-იან იმპორტზე”

access_time2018-04-02 09:50:05

სოფლის მეურნეობის სექტორის კლების ფონზე მიწის შესახებ კანონი, რომელზეც პარლამენტი მუშაობს, მზად აპრილის დასაწყისში იქნება.


წინასწარი ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოლებზე  გაყიდვა იკრძალება, თუმცა იქნება კამონაკლისიც. როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი დანელიამ განაცხადა, უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირებზე მიწის გასხვისება აიკრძალება, თუმცა ხელმისაწვდომი იქნება გრძელვადიანი იჯარის გაფორმება. გარდა ამისა, თუ საქართველოში დარეგისტრირებულ სუბიექტში საქართველოს მოქალაქის წილი 50%-ზე მეტი იქნება, უცხოელს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას პრობლემები არ შეექმნება.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რა შედეგებს მოუტანს აღნიშნული ცვლილებები აგრალურ სექტორს და გაიზრდება თუ არა უცხოელ ინვესტორთა ინტერესი სოფლის მეურნეობის მიმართულებით?


“თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, იყიდოს სასოფლო სამეურნეო სავარგული, თუ ის არის მინორიტარულ წილში, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ინვესტორები რაიმე კუთხით დავაინტერესოთ, მაგრამ მეორე საკითხია - როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, როგორ შეიძლება მან დიდი ინვესტიციები ჩადოს?! ეს სამსჯელო საკითხია”, - განუცხადა კომერსანტს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ.


ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის აზრით, გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არ იქნება ადვილი. ზამბახიძის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ინვესტორები ინვესტიციების ჩადებას შეწყვეტენ, სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება.



“მაგალითად, რომ არ ყოფილიყო ,,ფერერო,” ჩვენ არ ვიქნებოდით თხილის ნომერ მესამე ექსპორტიორი. მათ შემოიტანეს და დანერგეს სტანდარტი და მათვე განავითარეს მეთხილეობა. თუ ისინი შეწყვეტენ ინვესტიციებს, ვერ დაინერგება თანამედროვე სტანდარტები და ტექნოლოგიები. ბაბუა-ბებია რასაც გვასწავლიდნენ, იმას ისედაც ვაკეთებთ ახლა. ამიტომაც ვართ 80%-იან იმპორტზე”, - აცხადებს ზამბახიძე.

 

2017 წელს სოფლის მეურნეობაში მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 0.02%-ზე ნაკლები ჩაიდო.


საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანია თვითდასაქმებული და ისინი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9.9%-ს ქმნიან.



ავტორი : გვანცა ძენყორაშვილი

 

 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები