Colliers International Georgia: „ლისს აქვს პოტენციალი თბილისში იყოს ერთ-ერთი ძვირი და მოთხოვნადი უბანი“

Colliers International Georgia: „ლისს აქვს პოტენციალი თბილისში იყოს ერთ-ერთი ძვირი და მოთხოვნადი უბანი“

access_time2018-04-02 09:00:00

სწორად დაგეგმარების პირობებში ლისს აქვს პოტენციალი თბილისში იყოს ერთ-ერთი ძვირი და მოთხოვნადი უბანი“-ასე აფასებს უძრავი ქონები კომპანია  Colliers International Georgia-ს  დამფუძნებელი   ირაკლი კილაურიძე „კომერსანტთან“ მერიის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშრებით, რომ ლისის ტბის არეალში განაშენიანება შეჩერდა.


კილაურიძის განცხადებით,თბილისის მერიას ამ კუთხით საკმაოდ სწორი მიდგომა აქვს. მისი განცხადებით, ტერიტორიის  ქაოტური განვითარება მიწის  ფასს აგდებს. შედეგად, თუ დაიდება განაშენიანების რეგულირების გეგმა და თუ ტერიტორია ასე განვითარდება,  ეს გაზრდის იმ აქტივების ღირებულებას, რაც  დღეს კერძო პირების საკუთრებას წარმოადგენს.

 

„დეველოპმენტი გეგმაზონიერად  უნდა ხორციელდებოდეს. ქაოტური განაშენიანება  მიწის  ფასს აგდებს. როგორც კი გეგმა დაიდება და ნათელი გახდება სად რისი აშენება შეიძლება, ბევრად უფრო ნათელი გახდება თამაშის წესები და  ინვესტორებისთვის ეს ადგილები ბევრად უფრო მიმზიდველი გახდება“-აცხადებს კილაურიძე.


მისივე ინფორმაციით, ლისის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა ბოლომდე არ არის განვითარებული. შესაბამისად, მიწის ფასი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად  მიყვანილია იქ კომუნიკაციები.  



„დღეს ლისზე  საკმაოდ დიდი მოთხოვნაა,რადგან შედარებით ახლოსაა ქალაქთან და რეკრეაციული ზონაა. სწორი დაგეგმარების პირობებში ერთ-ერთი კარგი უბანი გამოვა“


თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე რამდენიმე დღის წინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის პოტენციალის კვლევაზე ისაუბრა, რომლის საფუძველზეც, ურბანული განვითარების სამსახური განვითარების ჩარჩო გეგმას მოამზადებს. ასევე, აღინიშნა, რომ თბილისის მერია ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესის დროებით შეჩერებას გეგმავს.


 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები