გიორგი კვირიკაშვილი – „ტურიზმი, ნამდვილად, გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად“

გიორგი კვირიკაშვილი – „ტურიზმი, ნამდვილად, გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად“

access_time2018-03-29 17:02:32

„ტურიზმი, ნამდვილად, გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად. 2017 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში 7,5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება და 2018 წელი დასრულდება რიცხვით, რომელიც 8 მლნ-ს გადააჭარბებს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენციაა. ასევე, კარგია ის, რომ 2,7 მილიარდი დოლარი შემოვიდა ტურიზმის გზით საქართველოში 2017 წლის განმავლობაში, რაც არის შემოსავალი ჩვენი ეკონომიკის ყველა სფეროში“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელიც ახლადგახსნილ სასტუმრო „მოქსი"-ში გაიმართა.

 

„ძალიან მოხარული ვარ და სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშს ვისმენთ ამ ულამაზეს ახალ სასტუმროში, რომელიც სულ ახლახანს დასრულდა და მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ჩვენ აქ პირველი კაფსულა ჩავაგდეთ. სხვათა შორის, ეს არ იყო დიდი ხნის წინ - საქართველოში ბრძანდებოდა OPIC-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბატონი კენეტ ენჯელი. ბატონ გია თავაძეს მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ ჩვენს დედაქალაქს შემატა ასეთი ლამაზი სასტუმრო, რომელიც დარწმუნებული ვარ, გახდება ყველა ტურისტისთვის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი ჩვენს დედაქალაქში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

სიტყვით გამოსვლისას, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ გეოგრაფიული მდებარეობა არ უნდა იყოს ბარიერი ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის. ამ ნაწილში, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მიერ შემუშავებული ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მიმართულებაზე, სივრცითი მოწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება გახლავთ სივრცითი განვითარება და ყველა ეს მიმართულება ძალიან მჭიდრო, ლოგიკურ, ჰარმონიულ კავშირშია ერთმანეთთან.

 

სწორედ, სივრცითი მოწყობა გულისხმობს იმას, რომ გეოგრაფიული მდებარეობა არ იყოს ბარიერი ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის. თანამედროვე ინფრასტრუქტურის მიყვანა ტურიზმისთვის საინტერესო ყველა მიმართულებით არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარებისთვის.

 

სწორედ, ამას ემსახურება ავტობანების მშენებლობა, ზამთრის ინფრასტრუქტურის განვითარება და ამას ემსახურება, ასევე, მომსახურების სფეროში აუცილებელი ინფრასტრუქტურის ჩონჩხის შექმნა, რომელიც პირდაპირ აისახება ტურიზმის სფეროს განვითარებაზე. ასე რომ, ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის ეს პოზიტიური ტენდენცია რომელიც დღევანდელ დღეს გვაქვს სახეზე, აუცილებლად შენარჩუნდება მომავალში,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესია ის ახალი ტენდენციებიც, რომელიც ტურიზმის სექტორში გამოიკვეთა.

 


„ახალი ტენდენციები რომელიც ამ სექტორში გამოიკვეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს მაღალტექნოლოგიური სეგმენტი ტურიზმში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მაღალტექნოლოგიური სეგმენტის მიზნობრივად გაძლიერებას და განვითარებას აუცილებლად მოჰყვება მაღალშემოსავლიანი ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა უფრო და უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ხარისხის განვითარებას; ასევე, უსაფრთხოების კომპონენტს ტურიზმის სექტორში, რაც დამეთანხმებით, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დანიშვნა დასტურია იმისა, რომ საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ძალიან მყარ ადგილს იმკვიდრებს.

 

„მინდა, განსაკუთრებულად მივესალმო ჩვენი თანამემამულის არჩევას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, რაც ორი რამის დადასტურებაა: პირველი - საქართველო იმკვიდრებს ძალიან მყარ ადგილს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე და ხდება მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი მიზეზით - საქართველო ხდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და სწორედ, ამის და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმების კიდევ ერთი დადასტურებაა ის, რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, ჩვენი თანამემამულე იქნა არჩეული ესოდენ საპატიო, საერთაშორისო პოზიციაზე. მეორე კი, რისი დადასტურებაც ეს გახლავთ არის ბატონი ზურაბის განვლილი გზა და მისი პირადი დამსახურება. რატომღაც, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს არის ქვეყნის დამსახურება, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს არი ბატონი ზურაბის დამსახურება, რადგან მან თავისი მოღვაწეობით და რა თქმა უნდა, ერთობლივი ჩართულობით და მხარდაჭერით გახადა შესაძლებელი, რომ დღეს ის იკავებს ამ თანამდებობას. დარწმუნებული ვარ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისთვისაც - გამომდინარე ბატონი ზურაბის პოტენციალიდან, იმ ენერგიიდან და გამოცდილებიდან, რომელიც ბატონ ზურაბთან ერთად მივა ამ ორგანიზაციაში," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ტურიზმის სფეროს განვითარების პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.

 

„მინდა, გამოვთქვა იმედი და რწმენა, რომ მომავალში ეს პოზიტიური ტენდენცია ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში შენარჩუნდება, რაც ნიშნავს, რომ ტურიზმი აჩენს ეკონომიკურ მოთხოვნას, რასაც მოჰყვება მიწოდების ზრდა. ეს არის არა მხოლოდ მომსახურების სფეროში, არამედ აბსოლუტურად, ეკონომიკის ყველა მიმართულებაში. ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა და მე ძალიან მახარებს, რომ საქართველოში, საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებში სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს ქართული პროდუქცია; ეს ტენდენცია, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ „მოქსის" ამ უმშვენიერეს სასტუმროშიც გაგრძელდება. აგრეთვე, ეს არის მოთხოვნის ზრდა ტრანსპორტის სფეროში, კომუნიკაციებში და უამრავი სხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით. ახალი მოთხოვნა, დამატებული მოთხოვნა, პირდაპირ აისახება ჩვენს ქვეყანაში განვითარების აბსოლუტურად ყველა მიმართულებაზე,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

„მე მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ეს ძალიან დიდი წარმატება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ბატონო გიორგი, გაწეული საქმიანობისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს, ბატონ დიმიტრის. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ეს წარმატება არ არის ერთი რომელიმე უწყების წარმატება, რადგანაც ტურიზმის წარმატება წარმოუდგენელია, თუ ქვეყანა არ შეიკვრება ერთ მთლიან, ინტეგრირებულ მექანიზმად - როგორც ხელისუფლება, ასევე მოსახლეობა, იმისათვის, რომ ყველა რგოლი მუშაობდეს ამ წარმატებისთვის. სხვაგვარად ტურიზმის წარმატება წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გამოვთქვამ რწმენას, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს აიღებს ამ მიმართულებით,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველომ 7,554,936 საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც გასულ წელთან შედარებით 18.8%-იანი ზრდაა.

 

უცხოელი მოგზაურების რიცხვმა კი, ანუ ტურისტების, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს ქვეყანაში 3,478,932 შეადგინა, რაც 27.9%-იანი ზრდაა გასულ წელთან შედარებით. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის შეფასებით, ზრდის აღნიშნული მაჩვენებელი სანიმუშოა და მსგავსი მსოფლიოს სხვა არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.

 

 

 

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები