კოდექსში ნარკოტიკული ნივთიერებების დოზები განისაზღვრება - მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

კოდექსში ნარკოტიკული ნივთიერებების დოზები განისაზღვრება - მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

access_time2018-03-28 12:57:17

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - მიუხედავად დაანონსებული რეფორმისა, მმართველმა გუნდმა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა შეაჩერა. თუმცა, საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე ნარკოპოლიტიკის რამდენიმე ასპექტზე იმსჯელეს.

 

ცნობილი გახდა, რომქართველოს მთავრობა ნარკოტიკული ნივთიერებების დოზებთან და საპატიმრო სასჯელებთან დაკავშირებით პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს. ამის შესახებ „პირველ არხს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა.

 

„საუბარია ექვს-შვიდ ფსიქოაქტიურ და ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, რომელსაც საქართველოში ყველაზე უფრო ხშირად მოიხმარენ. კერძოდ, მსჯელობა იყო დოზების განსაზღვრაზე - მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობაზე. რეალურად, მცირე დოზები განსაზღვრული საერთოდ არ არის. შესაბამისად, ნებისმიერი რაოდენობის, ნაწილაკის ან შპრიცში ჩარჩენილი ნარკოტიკის აღმოჩენის შემთხვევაში ადამიანი ციხეში მიდიოდა. ეს სიტუაცია უნდა გამოსწორდეს, სანამ მნიშვნელოვან საკითხებზე კონსულტაციები გრძელდება. საქართველოში ყველაზე ხშირად მოხმარებადია - „ემდიემეი", „ჰეროინი", „სუბუტექსტი", „დეზომორფინი", და „მეტადონი" ა.შ. ეს თითქმის ყველა ის ძირითადი ნივთიერებაა, რომელთა მცირე დოზები დღემდე არ არის განსაზღვრული", - განაცხადა ზოიძემ.

 


დეპუტატი აკონკრეტებს, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობას ეკუთვნის და მასზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში ინიცირების შემდეგ დაიწყება, თუმცა პარალელურად კონსულტაციები გაგრძელდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზეც.

 

შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, ახალი ცვლილებები იმ ადამიანებსაც შეეხოთ, რომელთაც პატიმრობა უკვე მისჯილი აქვთ, ზოიძე აცხადებს, რომ შეიძლება ვისაც მისჯილი აქვს, მათი საქმეები გადაიხედოს.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ფაქტი, რაც გაუმართავ და უსამართლო კანონმდებლობას ეხებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომლის მამუკა ბერძენიშვილის საქმე იყო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, 2 გრამი ე.წ. კლუბური ნარკოტიკის „ემდიემეის" შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტს მიმართეს და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მხარდაჭერისა და კანონში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდეს.

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები