1 აპრილს „Steinway  & Sons Georgia“- ს  შოუ – რუმში  დათო ევგენიძის საღამო „ინტერვიუ  როიალთან“  გაიმართება

1 აპრილს „Steinway & Sons Georgia“- ს შოუ – რუმში დათო ევგენიძის საღამო „ინტერვიუ როიალთან“ გაიმართება

access_time2018-03-28 11:06:42

1 აპრილს „ Steinway  & Sons Georgia“ - ს  შოუ – რუმში   დათო ევგენიძის საღამო „ინტერვიუ  როიალთან“  გაიმართება.  პროგრამაშია:  დავით ევგენიძის მუსიკალური კომპოზიციების და პოეზიის სინთეზი.  საღამოზე მოწვეულები იქნებიან თბილისის ცნობადი სახეები: მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები, მწერლები  და  ა. აშ.


 „Steinway  & Son „ხელნაკეთი პიანინოებისა და როიალების კომპანიაა. საქართველოში   ექსკლუზიური თანამშრომლობა კომპანია „აი ემ ტი სიუ მიუზიკთან“  2016 წლის 01 აპრილიდან დაიწყო, ხოლო 2017 წლის 12 მაისს  შოურუმის ოფიციალური გახსნა შედგა.


„1 აპრილი გახლავთ  „ Steinway  & Son“ - ის  საქართველოში ორ წლიანი არსებობის  თარიღი და ამ მნიშვნელოვან დღეს ავღნიშნავთ დათო ევგენიძესთან ერთად. კონცერტი ბატონ დავითთან ურთიერთთანამშრომლობით და „ Steinway  & Sons Georgia“ - ს    დიდი სურვილით გაიმართება“-აცხადებენ „ Steinway  & Sons Georgia“ - ში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ნომერზე:  0322 51 50 01



 შეგახსენებთ, დათო  ევგენიძე  დაიბადა 1958 წელს თბილისში.   1982  წელს დაამთავრა  მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსევატორია.   1983 წელს საბჭოთა კავშირის  მუსიკოს  შემსრულებელთა  კონკურსზე დაჯილდოვდა  გრან-პრით. 1985-1986  წლებში  მისი ნაწარმოებები იდგმებოდა დიდი თეატრის სცენაზე.  იმავე  წლებში დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა. 1987 წელს  განახორციელა  პირველი წარმოდგენები  ნიუ-იორკში.  დათო ევგენიზე წერს მუსიკას  სპექტაკლებისათვის, ფილმებისათვის, მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებში.     თავისუფალ დროს დათო წერს ლექსებს, ხატავს.

 

R



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები