უვიზო რეჟიმით სარგებლობის ერთი წელი

უვიზო რეჟიმით სარგებლობის ერთი წელი

access_time2018-03-27 16:52:36

ევროპასთან უვიზო რეჟიმით ერთი წლის განმავლობაში 192 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა - ევროკავშირის - შენგენის ზონის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ერთი წელი, დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შეაჯამეს.

 

„საქართველოს 192 453-მა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო რეჟიმით ამ რეჟიმის ამოქმედებიდან და აქედან რამდენიმე მოქალაქემ შეიძლება რამდენჯერმეც გადაკვეთა საზღვარი და საზღვრის კვეთა გაქვს სულ 250 ათასზე მეტი. სულ 1001 მოქალაქე იქნა საზღვრიდან დაბრუნებული. რაც შეეხება რეადმისირებულებს, რეადმისირებულების რაოდენობა 300 აჭარბებს. რაც შეეხება ვადების დარღვევას, ჩვენ ეს ციფრი არ გვაქვს. საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩადის ევროკავშირში, იქედან შეიძლება გადავიდა თურქეთში ან მექსიკაში ან სხვა ქვეყანაში და იქ დარჩა. შეიძლება შეიცვალოს სტატუსიც. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით ვადების დარღვევებზე ზუსტი მონაცემები ",- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.

 


ძირითად გამოწვევა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებით თავშესაფრების მაძიებლების რიცხვის ზრდაა. ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, რაც პრევენციას შეუწყობს ხელს.

 

„ჩვენი მხრიდან დაიგეგმა და ხორციელდება ერთგვარი სამოქმედო გეგმა სხვადასხვა მიმართულებებით. ამ სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები არის საინფორმაციო კამპანია“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები