გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დაცულ ტერიტორიებზე, ახალი ეკოტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დაცულ ტერიტორიებზე, ახალი ეკოტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

access_time2018-03-26 20:18:19

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, მტირალას ეროვნულ პარკში, მარტვილის კანიონში და პრომეთეს მღვიმეში იმყოფებოდა, სადაც ახალი ეკოტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

 

მინისტრის მოადგილე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებს გაესაუბრა და არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღო.

 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, სააგენტო ყველაფერს აკეთებს, რათა ტურისტებს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და სერვისით შეხვდნენ.

 


ასევე, განიხილეს ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებიც. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, რათა მწერმა დისკომფორტი არ შეუქმნას ადგილზე ვიზიტორებს.

 

„ჩვენ ვიმყოფებოდით იმ დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ძალიან მალე დაიწყება აქტიური ტურისტული სეზონი. სამწუხაროდ, აზიური ფაროსანის პრობლემა, რომელიც აწუხებს სოფლის მეურნეობას, არანაკლებ შემაწუხებელი იქნება ტურისტებისათვის. თუმცა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტურისტებს შემაწუხებელი ფაქტორი მოვუხსნათ. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარდება წინასწარგანსაზღვრული ღონისძიებები" - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები