ყველი ტყვიის ჭარბი შემცველობით - რა დარღვევები აღმოაჩინეს ყველის ბაზარზე?

ყველი ტყვიის ჭარბი შემცველობით - რა დარღვევები აღმოაჩინეს ყველის ბაზარზე?

access_time2018-03-26 15:41:16

 

სად ვიყიდით ნატურალურ ყველს? - ეს კითხვა ბევრს ისევ ადარდებს, მიუხედ­ავად იმისა, რომ რძის პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი 2015 წლიდან შევიდა ძალაში. 



ვახტანგ კობალაძე, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი: - მომხმარებელი ფხიზლად უნდა იყოს და ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მიიღოს. უმჯობესია, შევიძინოთ ეტიკეტირებული პროდუქტი, მივაქციოთ ყურადღება, რა პირობებში ინახება­ და იყიდება. სამწუხაროდ, დაშვებულია ისეთი პროდუქტის რეალიზაციაც, რომელსაც არა აქვს ეტიკეტი, მაგრამ გამყიდველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რაიმე ტიპის ინფორმაცია, რომელიც დახლზე ექნება გამოკრული, თუ არ აქვს, უნდა მოვითხოვოთ!­ პროდუქტი, რომელსაც ეტიკეტზე არ 

აწერია ყველი, დიდი ალბათობით, მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შეიცავს რძის ცხიმს. 



- როცა აწერია სახაჭაპურე, იმერული... 


- კანონი მოითხოვს, რომ ეწეროს ყველი, თუ არ აწერია, უნდა ვივარაუდოთ, რომ არ არის ნატურალური. 



- მომხმარებელი ვარაუდობს, რომ ხშირად ყველის მაგივრად მოიხმარს სოიისგან დამზადებულ ყველისმაგვარ პროდუქტს. სოია სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ ერთია, რომ მისგან დამზადებულ ყველს ნატურალური ყველის ფასად ვყიდულობთ და მეორე, არსებობს ეჭვი, რომ სოია გენმოდიფიცირებულია.



- კანონი კრძალავს გენმო­დიფი­ცირებული­ მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მოყვანას. ამიტომ ეტიკეტზე­ უნდა იყოს მითითებული, რომ პროდუქტი გენმოდიფიცირებული არ არის (დაშვებულია მხოლოდ 0,9%). თუ ეს პირობები დარღვეულია, ძალიან მაღალი ჯარიმებია დაწესებული. საზოგადოდ, გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანა აკრძალული არ არის, მაგრამ ეტიკეტზე ეს აუცილებლად უნდა იყოს მითითებული. 

 



სურსათის ეროვნული სააგენტო რეგულარულად იღებს ნიმუშებს, ჩვენც ვამოწმებთ და უფრო ხშირად სხვა პრობლემას ვაწყდებით - ჰიგიენური ნორმების დარღვევას, ტყვიის ჭარბ შემცველობას და ა.შ. 




გენმოდიფიცირებული პროდუქტები ბაზარზე არ გამოვლენილა იმ რაოდენობით, რომ ეს ქვეყნისთვის პრობლემა იყოს... 



ზედაპირული დათვალიერებით რთულია ნამდვილი ყველის ამოცნობა. სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს როგორც ბიზნესოპერატორებს, ისე საწარმოებსაც, ასევე პროდუქტებს იკვლევს ლაბორატორიულად და მონაცემებს აქვეყნებს­ საიტზე - მომხმარებელი ყველაზე სანდო ინფორმაციას სწორედ ასე მიიღებს. 



ანა მიქაძე, მეყველეთა გილდიის თავ­მჯდომარე: - რძე უნდა იყოს ლაბორატორიულად შემოწმებული და ვიცოდეთ მისი მახასიათებლები. რეგლამენტის შემოღების შემდეგ ამ მოთხოვნებს მკაცრად იცავენ მეწარმეები. ეტიკეტზე ერთი ასოც რომ გვაკლდეს, დაგვაჯარიმებენ, ამიტომ ვცდილობთ არაფერი გამოგვრჩეს... ყველა პროდუქტს ყველს ვერ უწოდებ. არაერთი ყველისმაგვარი პროდუქტი იყიდება, შეხედავ, თითქოს ყველია, მაგრამ არ არის ნატურალური რძით დამზადებული.­ მიუხედავად იმისა, რომ ფერიც და გემოც ყველის აქვს, ის აღდგენილ რძეზეა დამზადებული. თუ მეყველე კეთილსინდისიერია, ნაღების ცხიმს დაუმატებს, მაგრამ ხშირად უმატებენ ისეთ ცხიმებსაც, რომლებიც რძესთან რეაქციაში შედის და ტრანსცხიმებად გარდაიქმნება, ეს კი მავნეა ჯანმრთე­ლობისთვის. 



- აღდგენილი რძე ვნებს?


- არა, მაგრამ სასარგებლო თვისებები ნამდვილად არა აქვს... მოგეხსენებათ, ბაზარს თავისი სპეციფიკა აქვს, იქ არავინ ვაჭრობს ეტიკეტირებული პროდუქტით, მაგრამ მომხმარებელი მიჩვეულია, რომ ნატურალური ყველი დახვდება და ხშირად თავს იტყუებს, რომ გლეხის ხელით ამოყვანილ ყველს ყიდულობს, მაგრამ... ასეთი ყველი დიდი ხანია იქ აღარ გამოაქვთ, რადგან საგლეხო და საკოლმეურნეო ბაზრები წარსულს ჩაჰბარდა. დღევანდელი ბაზარი უფრო არეულ-დარეულ მარკეტს ჰგავს - ყველაფერი იყიდება: მაკარონი, ზეთი, ბანანი, ანანასი, ყველი, ხორცი. რაც მარკეტებისთვის უცხოეთიდან შემოდის, მაგალითად, ირანული ბადრიჯანი, იგივე იყიდება ბაზარშიც. უვნებლობის სამსახური მოვაჭრეებს ავალდებულებს, წარმოადგინონ დოკუმენტი, ე.წ. გამოცდის ფურცელი, სადაც გაწერილია ლაბორატორიის დასკვნა, რას შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. ასევე­ უნდა ეწეროს გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა. შეიძლება აღიარების კოდი არ ჰქონდეს, მაგრამ ეტიკეტზე­ დასართავი ინფორმაცია შემადგენლობის შესახებ აუცილებლად უნდა ერთვოდეს.

 



- შემთხვევით მოვისმინე მოვაჭრისგან, რასაც ვყიდი, უმეტესობა სოიის ყველიაო.


- სოიის ყველი საერთოდ არ არის ყველი. ეს არის პროდუქტი, რომელსაც ჭამენ ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში, რადგან ლაქტოზის მიუღებლობა აქვთ და ვერ ინელებენ. ამიტომ ამზადებენ სოიის რძისგან და უმატებენ სანელებლებს. 

 



- ყველისმაგვარი კიდევ რით მზადდება

 


- აღდგენილი რძით, რძის ფხვნილს რომ ვუწოდებთ. რა სხვაობაა რძის ფხვნილსა და ნამდვილს შორის? რძის ფხვნილი არის მაღალ ტემპერატურაზე რძის გაუწყლოებით მიღებული მასა. როცა აშრობენ, ფხვნილად გარდაიქმნება. ამ პროცესის შედეგად ორთქლდება ვიტამინების მთელი ჯგუფი, ამინომჟავების ნაკრები - 200-მდე სასარგებლო ნივთიერება, ფხვნილში კი ამ 200-დან 2-3 სასარგებლო ნივთიერებაღა რჩება. ასეთი პროდუქტი არც გარგებთ, არც გავნებთ. 


წყარო : bpn.ge



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები