Moody’s საქართველოს ეკონომიკას აფასებს

Moody’s საქართველოს ეკონომიკას აფასებს

access_time2018-03-22 16:40:37

"სხვადასხვა სავაჭრო შეთანხმებებით საქართველოს გაეხსნა წვდომა არაერთ ბაზარზე, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას", - აღნიშნავს სარეიტინგო სააგენტო Moody's და ელოდება, რომ FDI მშპ-ს 10%-მდე გაიზრდება. სააგენტო თავის განახლებულ შეფასებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის რეიტინგზე გავლენას ახდენს ქვეყნის პოტენციური მაღალი ეკონომკური ზრდა, ძლიერი და განვითარებადი ინსტიტუტები და ვალის ზომიერი მოცულობა. ამასთან, შემოსავლების დაბალი მაჩვენებელი, მცირე ზომის ეკონომიკა, საგარეო შოკების მიმართ მგრძნობელობა და ლატენტური გეოპოლიტიკური რისკი.

 

 

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გასულ წელს გააუმჯობესა, ხოლო მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა.

 

 

Moody's-ის დასკვნები სააგენტოს საკრედიტო ანალიზშია ასახული, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ოთხი მაჩვენებელი შემდეგნაირად ფასდება:

 

ეკონომიკური სიძლიერე - სუსტი (+)

ინსტიტუტების სიძლიერე - ძლიერი (-)

ფისკალური სიძლიერე - ზომიერი


რისკების მიმართ მდგრადობა - ზომიერი

 

Moody's აღნიშნავს, რომ რეიტინგზე გავლენას ახდენს საქართველოს მჭიდრო კავშირი ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.

 

რაც შეეხება რეიტინგის შემზღუდავ რისკებს, სააგენტო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში საკმაოდ მცირე მოცულობისაა შიდა დანაზოგები, რაც ნიშნავს, რომ ინვესტიციების უმეტესი ნაწილი საგარეო ვალით ფინანსდება, რაც თავის მხრივ ეკონომიკას საგარეო დაფინანსების წყაროებზე დამოკიდებულს ხდის.

 

გასულ კვირას საქართველოს რეიტინგი გააუმჯობესა კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ. კერძოდ, Fitch-მა საქართველოს პროგნოზი "სტაბილურიდან" პოზიტიურით შეცვალა. სააგენტო მიმდინარე წელს ქვეყანაში 4.6%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0,3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რეიტინგის შემზღუდავ ფაქტორებს შრის Fitch მიმდინარე ანგარიშის დეფიციტსა და საგარეო ვალის მშპ-სთან მოცულობას ასახელებს. მიზეზად მცირე მოცულობის შიდა დანაზოგები და იმპორტზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება სახელდება.

 

სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაში მაღალია დოლარიზაციის წილი, თავად ეკონომიკა კი მგრძნობიარეა საგარეო ფაქტორების, მათ შორის მეზობელი ქვეყნების ვალუტების გაუფასურების მიმართ. Fitch აღნიშნავს, რომ 2017 წელს ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ექსპორტის ზრდამ და ეკონომიკურმა გამოჯანსაღებამ იმ ქვეყნებში, სადაც დიდი ქართული დიასპორაა წარმოდგენილი, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ფულადი გადმორიცხვების ზრდას. თუმცა სააგენტო მიმდინარე წელს ექსპორტის პოზიტიური გავლენის ნეგატიურით შეცვლას ელოდება. მიზეზად დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად გაზრდილი იმპორტი სახელდება.

 

 

http://forbes.ge

 

 

 

 



კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“
person access_time2018-04-24 20:00:00
„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავეებს გააქვთ“- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს გამგეობის წევრმა, ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „რუს და სომეხ მეწარმეებს ეს მარკეტინგული რგოლი კარგად აქვთ აწყობილი. რუსეთის გადამზიდავი ამ დაკვეთას სომეხ გადამზიდავს აძლევს, შემდეგ სომეხი გადამზიდავი ქირაობს საქართველოში მანქანას ან უფრო მეტიც, სომხეთის სატრანსპორტო საშუალება შემოდის საქართველოში, აქ იტვირთება...

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება
person access_time2018-04-24 18:00:00
„კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით ორ კვირაში „გამომცემლობა სამშობლოს“ ყოფილ შენობაში Adjara Group-ი კაზინო „ავიატორს“ გახსნის. აღნიშნულს კომპანიაში უარყოფენ, ასევე არ ასახელებენ სასტუმრო „სტამბას“ გახსნის ზუსტ თარიღს.   როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას რამდენიმე თვის წინ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებდა, სასტუმრო „სტამბას“ შენობაში კაზინო „ავიატორის“ განთავსება 800 კვადრატულ მეტრზე იგეგმებოდა და ის ბაზარზე არსებულისგან სრულიად...

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება
person access_time2018-04-24 17:30:00
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი შესაძლებლობებისთვის კანონპროექტი მზადდება.  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირად ნომერს მიანიჭებს იმ პირებს, რომლებიც ლეგიტიმურად...


მსგავსი სიახლეები